საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/143931.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2401

ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-09 21:48:00

პლანეტის ყველაზე მაღალი ცხოველების ოდენობა დრამატულად შემცირდა. ახალი კვლევის მიხედვით, ჟირაფების მსოფლიო პოპულაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში 40%-ით დაეცა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჟირაფები ოფიციალურად შევიდნენ საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა წითელ სიაში, როგორც „მოწყვლადი“ კატეგორია.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ შედგენილი წითელი ნუსხა ამ დრომდე ჟირაფის მხოლოდ ერთ სახეობას აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ბოლო დროს ცხოველის ოთხი სხვადასხვა სახეობა გამოყვეს.

მანამ, სანამ IUCN-ი რეკლასიფიკაციისთვის საჭირო დამატებით მონაცემებს ელოდება, ჟირაფების საერთო სურათი სულ უფრო საგანგაშო ხდება. 1985 წელს მათი საერთო რაოდენობა მსოფლიოში 151 702–163 452 ინდივიდს შეადგენდა, 2015 წელს კი მხოლოდ 97 562-ს.

ეს კი 36-40%-იანი შემცირება გახლავთ.  წითელ სიაში შესვლა კი აუცილებლად გამოიწვევს ამ საკითხის მიმართ ყურადღების მეტ კონცენტრაციას. 

აქამდე, ჟირაფები „ნაკლებ საზრუნავებად“ მიიჩნეოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველის გადაშენების რისკი ძალიან დაბალი იყო.

ამის საპირისპიროდ, „მოწყვლადის“ კატეგორია იმას ნიშნავს, რომ ველურ ბუნებაში მაცხოვრებელი ჟირაფები მაღალი საფრთხის ქვეშ არიან. ეს არის ბოლო კატეგორია, რომლის შემდეგაც უკვე მოდის გადაშენების წინაშე მდგარ სახეობათა ოთხი კატეგორია.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა ადამიანთა მზარდი პოპულაცია ჟირაფების საცხოვრებელ რეგიონებში: სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, მცირე ოდენობით კი დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. 

IUCN-ის განცხადებით, ჟირაფებზე უარყოფითად აისახება არალეგალური ნადირობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მოპოვებითი არეალების გაფართოება, ადამიანთა და ველური ბუნების კონფლიქტი, სამოქალაქო არეულობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჟირაფებს ხშირად ხედავთ საფარიში, მედიაში, ზოოპარკებში, ეს ჯადოსნური ცხოველები სამწუხაროდ, ჩუმი გადაშენების პროცესში იმყოფებიან“, — ამბობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ჟირაფებისა და ოკაპების ჯგუფის სპეციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარე ჯულიან ფენესი.

მომზადებულია iucn.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული მურა დათვი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა
ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული მურა დათვი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა
ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული, საქართველოს
წაკითხვა
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატებს ადამიანი საუკეთესოდ იცნობს. ყვე
წაკითხვა
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, ერ
წაკითხვა
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
კასპიური ვეფხვები ერთ-ერთი უდიდესი კატები იყვნენ, რომელთაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, თუმცა
წაკითხვა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩ
წაკითხვა
უკანონო ნადირობის  ფაქტი კახეთში
უკანონო ნადირობის ფაქტი კახეთში
უკანონო ნადირობის  ფაქტი კახეთში. დედოფლისწყაროში სამართალდამღვევები ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით ნადირობდნენ. 
წაკითხვა
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ერთ-ერთი
წაკითხვა
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
კალიფრონიელი მეცნიერების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, დიაბლოს მთასთან, მათ აღმოაჩინეს ნახევარი
წაკითხვა