საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/141638.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5931

ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-16 23:41:00

გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სია  ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი სიაა. თუმცა, ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ამ სიას შესაძლოა ცხოველთა ასობით სახეობა აკლდეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წითელ სიაში შეტანილი არ არის ფრინველთა 200-ზე მეტი სახეობა, რომლებიც მიწათსარგებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, გადაშენების საფრთხის ქვეშა არიან. ალბათ ჩვენ მართლა მივაღწიეთ ანთროპოცენს — ადამიანის გავლენის ქვეშ არსებულ ეპოქას, რომელიც ხასიათდება კლიმატის ცვლილებით, ჰაერის დაბინძურებით, მოსახლეობის ზრდით, ტროპიკული ტყეების მნიშვნელოვანი განადგურებით.

ექვს სწრაფად განვითარებად რეგიონში, კვლევის ავტორებმა დისტანციური ზონდირების მეთოდი გამოიყენეს, რათა დაედგინათ მიწათსარგებლობაში განხორციელებული ცვლილებები. აღმონდა, რომ მიწათსარგებლობის ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, დაზარალდება ფრინველის 600-მდე სახეობა. კვლევის თანახმად, მათგან 210 სახეობა კლასიფიცირდება როგორც „გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი“, 180 კი „გადაშენების პირას მყოფი“.

მკვლევართა თქმით, IUCN-ის სიის შეუსაბამობის მიზეზი ის არის, რომ ეს ორგანიზაცია არ იყენებს ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ციფრული რუკები და გლობალური თანამგზავრული დაფარვა. 

„დედამიწის ყველაზე ბიომრავალფეროვან ადგილებში ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო თანდათან ქრება, რასაც სახეობები გადაშენების პირას ათასჯერ უფრო სწრაფად მიჰყავს, ვიდრე ეს ბუნებრივი მაჩვენებლით ხდება. გადაშენების აღმოფხვრა მოითხოვს იმის კარგად ცოდნას თუ რომელი სახეობები არიან რისკის ქვეშ და სად ცხოვრობენ ისინი“, — ამბობს კვლევის ავტორი ნატალია ოკამპო. 

„უკეთესი მონაცემების პირობებში, შეგვეძლება მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, რაც დიდ შანსს მოგვცემს გადავარჩინოთ ეს სახეობები და მათი საცხოვრებელი გარემო“.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
19 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება
19 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება
2017 წლის 19 აგვისტოს საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. 
წაკითხვა
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატებს ადამიანი საუკეთესოდ იცნობს. ყვე
წაკითხვა
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, ერ
წაკითხვა
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
კასპიური ვეფხვები ერთ-ერთი უდიდესი კატები იყვნენ, რომელთაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, თუმცა
წაკითხვა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩ
წაკითხვა
ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ნიუ იორკში 70 ათასი ფრინველი დახოცეს
ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ნიუ იორკში 70 ათასი ფრინველი დახოცეს
ბოლო 7 წლის განმავლობაში, ნიუარკისა და ლა
წაკითხვა
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
პლანეტის ყველაზე მაღალი ცხოველების ოდენობ
წაკითხვა
1970 წლიდან მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 60%-ით შემცირდა
1970 წლიდან მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 60%-ით შემცირდა
1970 წლიდან, მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის ანგარიშში წერია. ფონდმა ლონდონის ზ
წაკითხვა