საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/148328.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3272

პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-25 00:18:00

პრიმატებს ადამიანი საუკეთესოდ იცნობს. ყველამ კარგად ვიცით შიმპანზეები, მაიმუნები, გრძელკუდა ლემურები, მაგრამ ოდესმე გსმენიათ დიდთვალება გრძელთითიანების შესახებ? ან კლიზის გრძელბეწვიანი ლემურის შესახებ, რომელსაც სახელი ინგლისელი მსახიობის, ჯონ კლიზის პატივსაცემად ეწოდა?

იცოდით რამე წითელკანჭიანი მაიმუნის ან წითელთავიანი მელოტი მაიმუნის შესახებ? ოდესმე გაგიგიათ, რომ თაგვზე პატარა პრიმატებიც არსებობენ?

დედამიწაზე პრიმატების 504 სახეობა ბინადრობს და ისინი პლანეტის ძუძუმწოვართა ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფს მიეკუთვნებიან. ადამიანები ყველაზე უკეთ ვიცნობთ იმ პრიმატებს, რომლებიც დღის განმავლობაში აქტიურობენ, მაგრამ ცოტა რამ გაგვიგია ღამით მოქმედი მაიმუნების შესახებ.

ზოგიერთი მათგანი ხილს ჭამს, ზოგი ფოთლებს, ზოგი მწერებს, ზოგიც ხორცზე ნადირობს. ერთი სახეობა სოკოებს ჭამს, რამდენიმე კი სხვა მაიმუნებზეც არ ამბობს უარს.

პრიმატები ძირითადად ტროპიკულ წვიმის ტყეებში ბინადრობენ. მთლიანი სახეობის ორი-მესამედი კი თავმოყრილია ბრაზილიაში, მადაგასკარზე, ინდონეზიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა მათი პოვნა შესაძლებელია სავანებშიც, თოვლიან მთებსა და უდაბნოებშიც, ზოგჯერ კი ქალაქებშიც კი.

წითელთავიანი მელოტი მაიმუნი, ფოტო: Artemii Sanin / shutterstock


პრიმატებს ცხოვრება შეუძლიათ მარტოობაშიც, უზარმაზარ, კომპლექსურ საზოგადოებებშიც, ანდა არც ერთ მათგანში. ზოგიერთი მათგანი ხეებზე ისე დახტის, თითქოს დაფრინავდეს, ზოგი საკმაოდ ნელა მოძრაობს, ზოგიერთი კი დუეტებშიც მღერის.

მრავალი მათგანი საუცხოოდ ფერადია, ზოგი უბრალოდ ულამაზესი, ზოგიც მახინჯი. და მაინც, ყველა მათგანი მომაჯადოებელია.

„20 წელია პრიმატებს ვსწავლობ და ჯერ კიდევ გაკვირვებული და აღტაცებული ვარ ახალი აღმოჩენებით; გაკვირვებული ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს ვიყავი, როცა პირველად ვიხილე როგორ დაესხნენ თავს მდედრი მაიმუნები მათზე სამჯერ დიდ მამრს. თუნდაც იმ დღის მსგავსად, როცა პირველად შევიტყვე, რომ ზოგიერთი პრიმატი გამოსაზამთრებლად საკუთარ თავს მიწაში მარხავდა, კაპუცინი მაიმუნები კი მრავალფეხიან ჭიებს სრესდნენ და მათ მწერების დასაფრთხობად იყენებდნენ“, — აცხადებს დიურჰემის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ჯო სიტჩელი. 

გარდა ამისა, პრიმატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ტროპიკული ტყეებისთვის, ისინი ამტვრევენ ხმელ ტოტებს, გადააადგილებენ მცენარეთა თესლებს. ამავე დროს, ისინი ჩვენი უახლოესი ბიოლოგიური ნათესავები არიან და მათი წყალობით ვსწავლობთ საკუთარი ევოლუციის გზებს.

ცუდი ამბავი პრიმატებისთვის

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პრიმატოლოგთა იმ გლობალური ჯგუფის წევრი ვიყავი, რომელმაც პრიმატთა ყველა, 504-ვე სახეობას დაცვის სტატუსი მიანიჭა. ახალი ამბები სავალალოა — პრიმატები საშინელ გასაჭირში არიან. სახეობის 60% გადაშენების პირასაა, 75% კი რაოდენობის შემცირებას განიცდის. მოქმედების გარეშე, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება და მრავალი სახეობა სამუდამოდ გაქრება“, — ამბობს პროფესორი ჯო სიტჩელი.  

მსგავსი სამწუხარო სიტუაცია ჩვენი ბრალია. პრიმატებისათვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს საცხოვრებელი არეალების დაკარგვა, როდესაც ჩვენ მას ვჩეხავთ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ვაქცევთ.

პრიმატებზე ნადირობენ ხორცისთვისაც. მიმდინარეობს მათი უკანონო ყიდვა-გაყიდვა და სხეულის ორგანოებით ვაჭრობა. გზების მშენებლობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, მაღაროები, ჰაერის დაბინძურება, დაავადებები და კლიმატის ცვლილება — ყველა ეს ფაქტორი ცალ-ცალკე ან ერთობლივად, პრიმატებისათვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. 

ტყის ჩეხვა კუნძულ სუმატრაზე, ინდონეზია. ფოტო: W. F. Laurance


ამ ყველაფრის შესახებ, პრიმატების კვლევაში საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორი ჯო სიტჩელი აკადემიურ გამოცემა The Conversation-ში წერს. 

„მრავალჯერ გადამიფრენია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე, რომელთა ადგილზეც ერთ დროს ტროპიკული ტყე იყო, შესწავლილი მაქვს ის გადამწვარი ადგილები, სადაც ერთ დროს პრიმატები ბინადრობდნენ. მრავალჯერ გამივლია ახლადგაყვანილ გზებზეც და მინახავს გასაყიდად გამოტანილი მკვდარი პრიმატები, მინახავს როგორ იყიდება მათი ხორცი აფრიკულ ცხოველთა ხორცის მაღაზიებში“. 

„მინახავს ახლად დატყვევებული ჩვილი მაიმუნები, რომლებიც ნელი სიკვდილისთვის არიან განწირული, მიუხედავად მათი მომვლელი ადამიანების საუკეთესო ძალისხმევისა. მიმუშავია ტყვეობაში მყოფ ცხოველებთან და ჩავფიქრებულვარ მათ მომავალზე. ბევრჯერ მიმოგზაურია ტროპიკული ტყეების მდინარეებზე, რომლებიც უხილავად, მაგრამ მძიმედაა დაბინძურებული მაღაროებიდან“.

„მინახავს მონადირეთა ბანაკები დაცულ ტერიტორიათა სიღრმეებში და მიხეტიალია ცხოველებისგან დაცლილ, შემაძრწუნებლად ჩუმ ტყეებშიც“, — წერს პროფესორი.

„ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანები იქ იმისათვის არ გაჩენილან, რომ პრიმატები გაანადგურონ“. 

„მისაუბრია ადამიანებთან, რომლებიც სასოწარკვეთილნი იყვნენ გარეულ ცხოველთა, მათ შორის პრიმატთა მიერ მათი მოსავლის განადგურების გამო; მისაუბრია მონადირეებთან, რომლებიც ოჯახის გამოკვებისა და საკუთარი შვილების სწავლისა თუ ჯანმრთელობის მიზნით ნადირობენ; მისაუბრია მეთევზეებთან, რომლების მაიმუნებზე ასევე ოჯახის გამოკვების მიზნით, მაშინ ნადირობენ, როდესაც წყალში თევზი აღარაა“.

პრიმატთა წინაშე მდგარი საფრთხეები შედეგია პოლიტიკური გაურკვევლობისა, სოციალურ-ეკონომიკური არასტაბილურობისა, ორგანიზებული დანაშაულისა, კორუფციისა და იმ პოლიტიკისა, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობაზე წინ მოკლევადიან მოგებას აყენებს“.

„ძნელია პოზიტიურ განწყობაზე დარჩე, როდესაც ეჩეხები ჩვენი უახლოესი ნათესავების გადაშენებას ადამიანის ხელით“.

„სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ჩვენ, ახალი მოხსენების 31 ავტორს, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევრის, ალეხანდრო ესტრადას ხელმძღვანელობით, გვჯერა, რომ ყველაფრის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

პრიმატთა გადაშენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ადამიანებმა მიმართონ მდგრად გზებს, როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად.

არ არსებობს ერთი პასუხი. კონსერვაციის პოლიტიკა მიღებულ უნდა იქნას თითოეული ქვეყნის მიერ, თითოეული სახეობისათვის ან ჰაბიტატისათვის, რაც დაფუძნებული უნდა იყოს პრობლემის ზუსტ ბუნებაზე. ეს გახლავთ უზარმაზარი ამოცანა. 

მაგრამ ჩვენი იმედები ეფუძნება განსაკუთრებულ პროექტებს და არაჩვეულებრივ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, მაგალითად ვირგუნის ეროვნული პარკის რეინჯერებს, რომლებიც გორილებისა და სხვა პრიმატების დასაცავად საკუთარი სიცოცხლის ფასად მიდიან. ასევე აღსანიშნავია ორგანიზაცია  Fundacion Pro-Conservation Primates Panamenos-იც, რომლის მთავარი მიზანიც პანამის პრიმატების პოპულაციის დაცვაა.

გამოსავალი მდგომარეობს გლობალურ სამართლიანობასა და ჩვენი ნამოქმედარის შედგებზე პასუხისმგებლობის აღებაში. 

საჭიროა ადამიანებისა და პრიმატების ერთობლივი მიწათსარგებლობის პოლიტიკის შემუშავება, პრიმატების პოპულაციის მონიტორინგი, უკანონო ვაჭრობის შემცირება. ტყვეობაში მყოფი პოპულაციების გამოყენება შესაძლებელია  გადაშენების პირას მისული სახეობების აღსადგენად, მაგრამ თუ მათი ბუნებრივი საცხოვრებელი უკვე გამქრალია, ამაზე ოცნებაც აღარ შეიძლება.

პრიმატებსა და მათ საცხოვრებელ გარემოზე ზეწოლის შესამცირებლად, ჩვენ უნდა შევამციროთ მოთხოვნა ტროპიკულ მერქანზე, საქონლის ხორცზე, პალმის ზეთზე, სოიაზე, რეზინზე, მინერალებსა და წიაღისეულ საწვავზე და ხელი შევუწყოთ მდგრად რესურსებს.

ახალი ამბავი არ გახლავთ, მაგრამ მიუღებლად უნდა ვაქციოთ მეტისმეტი და არასაჭირო მოხმარება სხვა სახეობათა შეუპოვრობის ხარჯზე. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი, ყოველი მომხმარებლის გადაწყვეტილებას გლობალური შედეგები აქვს.

გარდა ამისა, უნდა შევიგნოთ, რომ გარეული ცხოველები შინაურ ცხოველებად არ გამოდგებიან.

ბიოლოგიის თვალსაზრისით, გადაშენება ნორმალური მოვლენაა. სახეობები ვითარდებიან და ქრებიან. დროთა განმავლობაში, დედამიწაზე ძალიან დიდი ოდენობის სხვადასხვა სახეობა გადაშენდა.

თუმცა, არაფრით არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ, პრიმატების ერთ-ერთი სახეობა, სხვათა გადაშენების მიზეზი ვხდებით, როდესაც გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს. 

ჯო სიტჩელი,  დიურჰემის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი.

მომზადებულია theconversation.com-ის მიხედვით




დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ადამიანებმა განაადგურეს დედამიწის უკანასკნელი ადგილი, სადაც ვეფხვები, სპილოები, ორანგუტანები და მარტორქები ერთად ცხოვრობდნენ
ადამიანებმა განაადგურეს დედამიწის უკანასკნელი ადგილი, სადაც ვეფხვები, სპილოები, ორანგუტანები და მარტორქები ერთად ცხოვრობდნენ
დედამიწაზე არის ადგილი, სადაც სპილოები, ვ
წაკითხვა
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, ერ
წაკითხვა
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
კასპიური ვეფხვები ერთ-ერთი უდიდესი კატები იყვნენ, რომელთაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, თუმცა
წაკითხვა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩ
წაკითხვა
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
პლანეტის ყველაზე მაღალი ცხოველების ოდენობ
წაკითხვა
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ერთ-ერთი
წაკითხვა
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
კალიფრონიელი მეცნიერების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, დიაბლოს მთასთან, მათ აღმოაჩინეს ნახევარი
წაკითხვა
გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს
გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს
დღეიდან, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობად ოფიციალურად აღარ ითვლება, ცხოველმა „
წაკითხვა