საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/147947.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5183

მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-20 22:59:00

კასპიური ვეფხვები ერთ-ერთი უდიდესი კატები იყვნენ, რომელთაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, თუმცა, 1960-იან წლებში ეს სახეობა გადაშენდა. ამჟამად, ზოგიერთ მეცნიერს მათი ხელახლა დაბრუნება სურს.

Biological Conservation-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აყალიბებს მკვლევართა გეგმას, რომლის მიხედვითაც, ამ სახეობის ხელახლა შექმნა შესაძლებელია მისი ქვესახეობის — ციმბირული ვეფხვის გამოყენებით, რომელიც გენეტიკურად კასპიური ვეფხვის მსგავსია. 

როგორც ავტორები დოკუმენტში წერენ, „ციმბირული ვეფხვის ფენოტიპი ამტკიცებს, რომ მას შეუძლია მშრალ გარემო პირობებთან შეგუება“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის არყის ტყეებში მაცხოვრებელი დიდი კატები შესაძლოა ძალიან კარგად შეეგუონ ცენტრალური აზიის გარემოს, სადაც უნდა მოხდეს მათი ხელახლა ჩამოყალიბება.

კასპიური ვეფხვი ბინადრობდა თურქეთში, ცენტრალური აზიის უმეტეს ნაწილში, ირანში, ერაყში და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში.

მეოცე საუკუნის შუა წლებში, ნადირობის, საცხოვრებელი ტერიტორიების დაკარგვისა და საკვების ნაკლებობის გამო, სახეობა ამოწყდა.

1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში, ჯილდოვდებოდა კასპიური ვეფხვის მოწამვლა და ხაფანგში გაბმა. შემდეგში, საბჭოთა საირიგაციო პროექტებმა მოსპო ტყეები და ლერწმიანი ადგილები, რაც ვეფხვების ძირითად საცხოვრებელს წარმოადგენდა. ამ ყველაფერს შედეგად კასპიური ვეფხვის გადაშენება მოჰყვა.

ახალი ადგილების შერჩევისას ჯგუფმა მხედველობაში მიიღო ამჟამად იქ მაცხოვრებელ ადამიანთა მიერ გამოყენებული მიწის ოდენობა და აღმოაჩინა, რომ ყველაზე იმედისმომცემი ადგილიებია მდინარე ილის დელტა და  ბალხაშის ტბის სამხრეთ სანაპირო, საერთო ჯამში 7 000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტეროტორია. 

ამ არეალში ვეფხვის ძირითადი საკვები იქნება ტახი, ბუხარის ირემი და შველი. შედეგად, მეცნიერთა განცხადებით, საჭიროა ამ სახეობათა ხელშეწყობაც, რათა მათ „მდგრად“ დონეს მიაღწიონ, რასაც ათწლეულზე მეტი დასჭირდება.

კვლევის მიხედვით, დაახლოებით 40 ვეფხვის გამოყვანის შემთხვევაში, 50 წლის შემდეგ მათმა ოდენობამ შესაძლოა 100-ს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ეს დიდი ციფრი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ველურ ბუნებაში ამჟამად მხოლოდ 500 ერთეული ციმბირული ვეფხვიღაა დარჩენილი, ალბათ ეს მნიშვნელოვანი ნამატი იქნება.

„სასიცოცხლოა, რომ ამ არეალში გარეულ ჩლიქოსანთა პოპულაციის აღორძინება მოხდეს. მხოლოდ ამ პროცესს 5-15 წელი დასჭირდება“, — ამბობს განცხადებაში მიხაილ პალცინი, გარემოს დამცველი და ნიუ-იორკის გარემოსდაცვით მეცნიერებათა და მეტყევეობის კოლეჯის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი. 

პალცინი იმასაც აღნიშნავს, რომ მკვლევრები ჯერ კარგად უნდა დარწმუნდნენ, შეუძლიათ თუ არა ადამიანებსა და ამ ვეფხვებს ერთმანეთის გვერდით ცხოვრება.

კასპიური ვეფხვები როგორც წესი, ციმბირულ ვეფხვებზე პატარები იყვნენ, მაგრამ მამრების წონა 240 კგ-მდეც აღწევდა, სიგრძე კი 3 მეტრს, რაც ამჟამად არსებულ ყველაზე დიდ კატებზე დიდი მაჩვენებლებია.

ლომი დაახლოებით 190 კგ-ს იწონის, იაგუარი 96 კგ-ს, ლეოპარდი კი 31 კგ-ს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ინგლისში ვეფხვის თავდასხმას ზოოპარკის თანამშრომელი ემსხვერპლა
ინგლისში ვეფხვის თავდასხმას ზოოპარკის თანამშრომელი ემსხვერპლა
ინგლისში, ჰამერტონის ზოოპარკში ვეფხვის თავდასხმას ზოოპარკის თანამშრომელი ქალი ემსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, ვეფხვი ვოლიერში იმ დროს შევიდა, როდესაც იქ ზ
წაკითხვა
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატებს ადამიანი საუკეთესოდ იცნობს. ყვე
წაკითხვა
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, ერ
წაკითხვა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩ
წაკითხვა
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
პლანეტის ყველაზე მაღალი ცხოველების ოდენობ
წაკითხვა
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ერთ-ერთი
წაკითხვა
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
კალიფრონიელი მეცნიერების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, დიაბლოს მთასთან, მათ აღმოაჩინეს ნახევარი
წაკითხვა
გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს
გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს
დღეიდან, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობად ოფიციალურად აღარ ითვლება, ცხოველმა „
წაკითხვა