საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
8913

NASA-მ საზოგადოებას ევროპაზე გაკეთებული, დაპირებული „საოცარი“ აღმოჩენა წარუდგინა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-27 00:12:00

რამდენიმე საათის წინ, NASA-მ საზოგადოებას წარუდგინა დაპირებული ანგარიში იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე გაკეთებული „გასაოცარი“ აღმოჩენის შესახებ.

ასტრონომებმა NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით გადაიღეს ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ევროპის ზედაპირიდან სავარაუდოდ წყლის ორთქლის ჭავლები იფრქვევა. აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს ჰაბლის იმ დაკვირვებებს, რომელთა თანახმადაც იუპიტერის ყინულით დაფარული მთვარე ძალიან დიდი ოდენობით წყლის გეიზერებს აფრქვევს.

აღნიშნული აღმოჩენა კიდევ უფრო ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ევროპაზე დაგეგმილი მისია ევროპას ოკეანის წყლის ნიმუშის აღებას კილომეტრობით სისქის ყინულის გაბურღვის გარეშე შესძლებს.

„ევროპას ოკეანე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია მზის სისტემაში, დედამიწის მიღმა სავარაუდო სიცოცხლის არსებობისათვის. წყლის ჭავლები, თუ ისინი მართლაც არსებობს, საუკეთესო გზაა ევროპადან წყლის ნიმუშის ასაღებად“, — ამბობს NASA-ს მეცნიერული მისიის დირექტორატის თანაადმინისტრატორი ჯეოფ იოდერი.

ევროპაზე წყალი დაახლოებით 200 კმ სიმაღლეზე იფრქვევა, რის შემდეგაც უკან, კვლავ ზედაპირზე ბრუნდება წვიმის სახით. ევროპას უზარმაზარი გლობალური ოკეანე აქვს, რომელიც დედამიწის ოკეანეებზე ორჯერ მეტ წყალს შეიცავს, მაგრამ ეს ოკეანე დაფარულია უკიდურესად ცივი და მაგარი, გაურკვეველი სისქის ყინულით.

გუნდმა, რომელსაც კოსმოსურ ტელესკოპთა მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი, უილიამ სპარკსი ხელმძღვანელობს, თითის მსგავსი პროექციები მაშინ შენიშნა, როდესაც ევროპა იუპიტერის წინ მოძრაობდა. 

ჯგუფის თავდაპირველი მიზანი იყო დაკვირვებოდა და განესაზღვრა აქვს თუ არა ევროპას ატმოსფერო ან ეგზოსფერო. ჯგუფმა გააცნობიერა, რომ თუკი ევროპის ზედაპირზე წყალი იფრქვევა, მისი დაკვირვებისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა დაკვირვების იგივე მეთოდის გამოყენება, რომელსაც ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების ატმოსფეროს გამოვლენის შემთხვევაში იყენებენ.

„მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტის ატმოსფერო მის უკან მდებარე ვარსკვლავის შუქის გარკვეულ ნაწილს ბლოკავს. თუკი ევროპას გარშემო თხელი ეტმოსფეროა, მას ექნება პოტენციალი, რომ დაბლოკოს იუპიტერის შუქის გარკვეული ნაწილი. იუპიტერის წინ ევროპას ჩავლისას, კიდეებზე გეიზერების მახასიათებლები შევნიშნეთ“, — აღნიშნავს სპარკსი.

იუპიტერის წინ ევროპას ჩავლისას, ჯგუფმა 15 თვის მანძილზე 10 სხვადასხვა შემთხვევა დააფიქსირა. აქედან სამ შემთხვევაში, მათ სავარაუდო ამოფრქვევები დაინახეს.


ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაო კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას ევროპაზე წყლის გეიზერების არსებობის შესახებ. 

2012 წელს, ჯგუფმა, რომელსაც სან-ანტონიოს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი ლორენც როთი ხელმძღვანელობდა, გამოავლინა მტკიცებულება, რომ ევროპას სამხრეთ პოლუსის გაყინულ რეგიონთან  წყლის ჭავლი იფრქვეოდა, რომლის სიმაღლეც 160 კმ-ს აღმწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ფოტომასალის სპექტროგრაფიულ მეთოდს იყენებდა, ერთი და იგივე დასკვნამდე მისასვლელად მათ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მეთოდი გამოიყენეს.

„როდესაც სრულიად განსხვავებული გზით გამოვთვალეთ იმ ნივთიერებათა რაოდენობა, რაც ამ პროცესისთვის იქნებოდა საჭირო, ის ზუსტად იგივე აღმოჩნდა, რაც როთმა და მისმა გუნდმა დაასკვნა. მსგავსია სავარაუდო მასა, მსგავსია გეიზერების სავარაუდო სიმაღლე“, — აცხადებს სპარკსი.

თუკი ეს დამტკიცდა, ევროპა მეორე მთვარე იქნება მზის სისტემაში, რომელზეც წყლის გეიზერები არსებობს. 2005 წელს, NASA-ს ორბიტერმა კასინიმ გამოავლინა წყლისა და მტვრისგან შემდგარი ჭავლური სვეტები, რომლებიც სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ენცელადის ზედაპირზე იფრქვეოდა.

ევროპას წყლის გეიზერების აქტივობაზე დასაკვირვებლად, მეცნიერებმა შესაძლოა გამოიყენონ NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპის ინფრაწითელი ხედვა; ტელესკოპის ფუნქციონიების დაწყება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. გარდა ამისა, NASA ევროპაზე მისიის გაგზავნასაც გეგმავს.

„ამ გეიზერების გადაღების საშუალება ჰაბლის უნიკალურმა შესაძლებლობებმა მოგვცა, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ისეთი დაკვირვებების შესაძლებლობა, რისი საშუალებაც ჩვენ არასოდეს გვქონია. ეს დაკვირვებები შესაძლებლობათა მთელ სამყაროს ხსნის; ამ ამაღელვებელი აღმოჩენის კვალდაკვალ მიყოლისთვის, ჩვენ მომავალი მისიებისათვის ვემზადებით, ისეთებისთვის, როგორიცაა მაგალითად ჯეიმს ვების ტელესკოპი“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკის ქვედანაყოფის დირექტორი პოლ ჰერცი.

სპარკსისა და მისი კოლეგების შრომა 29 სექტემბერს Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი NASA-სა და ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტია. ტელესკოპს მართავს მერილენდში მდებარე NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრი. 

წყარო: nasa.gov


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ყოველთვის არ ყოფილა წყა
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა