საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/139580.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4011

ორ ვარსკვლავს შორის მიმდინარე მძვინვარე ომი როგორც იქნა, ფირზე აღბეჭდეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-26 23:47:00

დედამიწიდან დაახლოებით 7500 სინათლის წლის მოშორებით, ჩვენი გალაქტიკის ორი ყველაზე მასიური ვარსკვლავი უკვე რამდენიმე ათასწლეულია, ერთმანეთთან იდუმალებით მოცულ, გამძვინვარებულ ომშია ჩაბმული. 

ორმაგი ვარსკვლავური სისტემის წარმომადგენელი ვარსკვლავი ეტა კილია დაბურულია გაზისა და მტვრისგან შემდგარი ჰანტელის ფორმის ნისლეულით, რომელიც დაახლოებით ორი საუკუნის წინ ამოიფრქვა.

როგორც ასტრონომები ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში იუწყებიან, მათ შეძლეს სისტემის ბირთვისთვის ისეთი მაღალი გარჩევადობის ფოტოს გადაღება, რომლის მსგავსიც ჯერ არ გადაუღიათ. მათივე განცხადებით, ეს ფოტო ნათელს ჰფენს იქ მიმდინარე პროცესს.

ეტა კილიას ზოგჯერ თვითმარქვია სუპერნოვასაც უწოდებენ, რადგან მისი ამოფრქვევები იმდენად ძლიერია, რომ თითქმის აღწევს აფეთქებული ვარსკვლავის სიკაშკაშეს.

ბოლო უმძლავრესი ამოფრქვევა იქ 1837 წელს მოხდა, რამაც 18 წელს გასტანა და ჰომონუკლის ტიპის ნისლეული წარმოშვა, რომელიც სიკაშკაშით მზის სისტემის ყველა ობიექტს აღემატება.

ასტრონომებმა ჯერჯერობით არ იციან რა განაპირობებს ვარსკვლავის ასეთ გამძვინვარებას, თუმცა ამასობაში, ეტა კილია გაზისა და მტვრის უმძლავრესი ქარების ამოფრქვევას განაგრძობს, რომლის სიჩქარეც საათში 10 მილიონ კილომეტრს აღწევს.

ფოტოზე მოცემულია ნისლეულის წარმოქმნის NASA-ს მიერ შედგენილი მოდელი, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, რომ ეს პროცესი მართლაც ასე ხდება:


ეტა კილია B ამ ორ ვარსკვლავზე პატარაა, ჩვენს მზეზეც კი 30-ჯერ უფრო პატარა და მილიონჯერ მკრთალი. თუმცა, ეტა კილია A მზეზე 90-ჯერ მასიურია და 5-მილიონჯერ კაშკაშა.

ყოველ 5,5 წელში ისინი ერთმანეთს იმ მანძილზე უახლოვდებიან, როგორც მარსია მზიდან დაშორებული:


ბოლო ასეთი მიახლოება 2014 წლის აგვისტოში მოხდა, რაც გადაიღო ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში მდებარე ტელესკოპმა Very Large Telescope Interferometer-მა:


სურათი არც თუ ისე მკაფიოა, მაგრამ იგი ამტკიცებს ბოლოდროინდელ მოსაზრებებს იმასთან დაკავშრებით თუ რატომ არის ეტა კილია ასე მძვინვარე და კაშკაშა.

თითოეული ვარსკვლავის მიერ ამოფრქვეული ნაწილაკების უკიდურესად მძლავრი ქარები ერთმანეთს ეჯახება და 50 მილიონ გრადუსამდე ცხელდება, ამავე დროს წარმოიქმნება მატერიის ორი ცალმხრივად მოძრავი „მარაო“, რაც საბოლოოდ წარმოქმნის ჰანტელის მსგავს ნისლეულს. პროცესის სიმულაციას NASA გვთავაზობს:


„ჩვენი ოცნებები ახდა“, — ამბობს ახალი სურათის შესახებ საუბრისას მაქს პლანკის ინსტიტუტის რადიოასტრონომიის ასტრონომი გერდ ვაიგელტი. 

„ახლა უკვე შეგვიძლია უკიდურესად მკაფიო სურათების მიღებაც, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის გავიუმჯობესოთ ჩვენი ფიზიკური გაგება ეტა კილიასი და მისი მსგავსი სხვა მრავალი ობიექტისათვის“.


მომზადებულია BUSINESS INSIDER-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიე
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი
რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი
რამდენიმე დღის წინ, ფიზიკოსებმა და ასტრონომებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ისტორიაში პირველად,
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალ
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა