საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4249

ტიტანი სავსეა ღრმა, სითხით გავსებული კანიონებით - ასტრონომების აღმოჩენა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-01 21:41:00

როგორც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, სატურნის უდიდეს თანამგზავრს, ტიტანს ღრმა კანიონები აქვს, რომლებიც სავსეა თხევადი ნახშირწყალბადებით, რის შედეგადაც, სატურნის მთვარე კიდევ უფრო ემსგავსება დედამიწას, მაგრამ იქ მდინარეებში წყლის ნაცვლად თხევადი მეთანი მიედინება.

„დედამიწა თბილია და კლოდვანი, წყლის მრავალი მდინარით, ტიტანი კი ცივია და ყინულოვანი, მეთანის მრავალი მდინარით. თვალშისაცემია ჩვენი პლანეტისა და ტიტანის ასეთი მსგავსება“, — აცხადებს ჯგუფის წევრი კორნელის უნივერსიტეტიდან, ალექს ჰაიესი. 

ჯგუფის განცხადებით, ეს არხები და კანიონები მდინარეთა სისტემას წარმოქმნის. თითოეული კანიონის სიგანე დაახლოებით 0,8 კილომეტრია, სიღრმე კი 244-579 მეტრამდე.

როგორც ირკვევა, ყველა ეს მდინარე ტიტანის უდიდეს ზღვაში, ლიგეია-მარეში ჩაედინება, რომელიც სავსეა თხევადი მეთანის ნახშირწყალბადებით. მდინარეთა უფრო დეტალურად შესასწავლად, შემდგომი კვლევებია საჭირო.

აღნიშნული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მკვლევრებს NASA-ს ზონდ Cassini-ს მიერ გამოგზავნილი მონაცემების დამუშავების შემდეგ მიეცათ. ზონდმა 2013 წელს გადაიფრინა ტიტანის სიახლოვეს და შეისწავლა მისი ტოპოგრაფია. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიტანის კანიონები დღემდე იდუმალებით რჩება მოცული.

„ტიტანის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩენილი კანიონები ჩვენთვის ნამდვილად გასაოცარი იყო, რადგან არ გაგვაჩნია არანაირი მოსაზრება თუ როგორ შეიძლებოდა ისინი წარმოქმნილიყო. მათი სივიწროვე და სიღრმე სწრაფ ეროზიაზე მიუთითებს, თანდათანობით აწეულია ზღვის დონეც, რომელიც შემდეგ ახლომდებარე სხვა ზღვას შეუერთდა. შედეგად, ჩნდება მრავალი კითხვა, მაგალითად, სად წავიდა ეროზირებული ნარჩენები?“, — ამბობს ჰაიესი. 

დედამიწაზე, კანიონების წარმოქმნა ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მდინარეების მიერ დედამიწის ზედაპირის ნელ-ნელა გამოთხრას, უნდა ამოჭამოს თითეულიი ფენა მდინარის კალაპოტის გასწვრივ და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს კანიონი. როგორც წესი, მდინარის კალაპოტიდან ამოთხრილ მასალას დინება უბრალოდ გადარეცხავს და დიდ ტბებში ან ზღვებში ჩააქვს. 

ტიტანის შემთხვევაში, ეს პროცესი გაურკვეველია; უცნობია, როგორ გაჩნდა კანიონები. წარმოიქმნა თუ არა ისინი დედამიწის მსგავსად, ეროზიის შედეგად? ან იქნებ მათი წარმოქმნის მიზეზი შეჯახება ან ზედაპირზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესები გახდა?

„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ძალთა კომბინაციასთან, რამაც ღრმა კანონები წარმოქმნა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რა ძალებთან გვაქვს საქმე“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომის საპიენზის უნივერსიტეტიდან, ვალერიო პოგიალი. 

იმის გაგება თუ როგორ მუშაობს ტიტანზე მდინარეები, უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს გავარკვიოთ როგორ ჩამოყალიბდა სატურნის მთვარე, მით უმეტეს, მეცნიერთა გაკრვეული ნაწილის მოსაზრებით, ტიტანზე შესაძლოა მიკროორგანიზმები არსებობდნენ.

სხვათაშორის, ტიტანი იმდენად იმედისმომცემი ადგილია არამიწიერი პოტენციური სიცოცხლის არსებობისათვის, რომ Cassini-ს მისიის დასრულების შემდეგ, NASA იქ ავტომატური წყალქვეშა ზონდის გაგზავნას გეგმავს, რომელიც მის მდინარეებსა და ზღვებს გამოიკვლევს.

Cassini-ს მისიამ, რომელიც სულ მალე 20 წლის იუბილეს იზეიმებს, მეცნიერები სატურნისა და ტიტანის შესახებ მრავალი ინფორმაციითა და უნიკალური ფოტოებით მოამარაგა, რამაც მრავალ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. 

მკვლევართა ჯგუფის ნაშრომი Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალე
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა
აღმოჩენა ტიტანზე - ქიმიური ნაერთი, რომელსაც უჯრედის მემბრანის წარმოქმნა შეუძლია
აღმოჩენა ტიტანზე - ქიმიური ნაერთი, რომელსაც უჯრედის მემბრანის წარმოქმნა შეუძლია
სატურნის უდიდესი მთვარის, ტიტანის ატმოსფე
წაკითხვა
ჯეიმზ კამერონი და ტელეარხი National Geographic „ტიტანიკის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
ჯეიმზ კამერონი და ტელეარხი National Geographic „ტიტანიკის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი და ტელეარხი National Geographic „ტიტანიკის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. 
წაკითხვა
ტიტანს საკმარისი ენერგია აქვს, რათა აშშ-ის ზომის კოლონია შეინახოს
ტიტანს საკმარისი ენერგია აქვს, რათა აშშ-ის ზომის კოლონია შეინახოს
თუკი გავბედავთ და ჩვენი მშობლიური პლანეტიდან კოსმოსში კოლონიების მშენებლობისათვის გავემართები
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანზე მეთანის ზღვების ტალღები გაზომეს - შედეგი შთამბეჭდავია
სატურნის მთვარე ტიტანზე მეთანის ზღვების ტალღები გაზომეს - შედეგი შთამბეჭდავია
დედამიწის პოლუსების თოვლის სიმკვრივის გაზ
წაკითხვა