საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
20139

დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-25 23:53:00

ჯერ კიდევ მარტში, მეცნიერებმა რადიოსიგნალების 6 უმძლავრესი იმპულის დააფიქსირეს, რომლებიც კოსმოსის ერთი და იგივე ადგილიდან მოდიოდა. ამჯერად, მკვლევრებმა კვლავ გამოავლინეს კიდევ ექვსი სიგნალი, რომლებიც როგორც ჩანს იმავე ადგილიდან მოდის, ჩვენი გალაქტიკის გარედან.

ეს სწრაფი რადიოიმპულსები (FRB) ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და ფეთქებადი სიგნალებია, რაც კი ოდესმე კოსმოსიდან დაგვიფიქსირებია —  გრძელდება მხოლოდ მილიწამები, მაგრამ დროის ასეთ მცირე მონაკვეთშიც კი იმდენივე ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც მზე მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავას ასეთი სიძლიერისა, მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან თუ რა შეიძლება იყოს ამ სიგნალების გამომწვევი მიზეზი.

მარტში, 10 განმეორებადი სიგნალის დაფიქსირებამდე, მიიჩნეოდა, რომ მსგავსი იმპულსები ერთჯერადი მოვლენა იყო და კოსმოსის შემთხვევითი ადგილებიდან მოდიოდა. რაიმე შესამჩნევი მახასიათებლის გარეშე. ამჯერად, მეცნიერები დაბნეულნი არიან და დაზუსტებით არ იციან თუ რა იწვევს ამ სიგნალებს.

იმის მიზეზი, რომ FRB-მა მკვლევრები მსგავს საგონებელში ჩააგდო, სულაც არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ვთქვათ ისინი საკმაოდ იშვიათია —  არა, მეცნიერთა აზრით, ყოველდღიურად, სამყაროში დაახლოებით 2 000 მსგავსი სიგნალი ვრცელდება —  მაგრამ ისინი იმდენად მცირე ხანს გრძელდება, რომ მათი დაფიქსირება ძალიან გვიჭირს.  

FRB მკვლევრებმა მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მათი შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ 2016 წელს მიეცათ.

ახლა, როდესაც დაფიქსირებული გვაქვს კოსმოსის ერთი და იგივე ადგილიდან წამოსული 16 სიგნალი, მეცნიერებმა შესაძლოა ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მსგავსი ძლევამოსილი იმპულსების გამომწვევ მიზეზთა ჩამონათვალის შემცირება.

ამ რეგიონიდან წამოსული პირველი 10 სიგნალი მიმდინარე წლის მარტში იდენტიფიცირდა, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენამდე მათ 2015 წლის მაისსა და ივნისში მოაღწიეს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული FRB, მანამდე გამოვლენილთაგან, სათავეს ყველა ირმის ნახტომშივე იღებდა. გარდა ამისა, ახალი სიგნალები განმეორებად ხასიათს იღებდნენ, ეს კი რაღაც ისეთი იყო, რაც მანამდე არასოდეს გვენახა.

ექვსი სიგნალი პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს რადიოტელესკოპმა დააფიქსირა, თითოეულ იმპულს შორის 10-წუთიანი შუალედით, ერთი თვის შემდეგ კი კვლავ დაფიქსირდა ოთხი სიგნალი, რომელიც იგივე ადგილიდან მოდიოდა.

როდესაც მკვლევართა ჯგუფმა მონაცემების დამუშავება დაიწყო, შენიშნეს, რომ იგივე ადგილიდან იყო წამოსული 2012 წელს დაფიქსირებული FRB-ც, რის შედეგადაც, დაგროვდა ერთი წერტილიდან წამოსული 11 FRB, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ირმის ნახტომს მიღმა არის რაღაც, რაც რეგულარულად გამოსცემს ამ უკიდურესაც მოკლე და ინტენსიურ სიგნალებს.

ამჯერად, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დააფიქსირა კიდევ ექვსი იდუმალი სიგნალი, რომლებიც კვლავ კოსმოსის იგივე მონაკვეთიდან მოდის. ამ წყაროს FRB 121102 უწოდეს.

„ვიუწყებით რადიო და რენტგენის გამოსხივების დაკვირვებების შესახებ, რომლებიც განმეორებადი სწრაფი რადიო-იმპულსების ერთადერთი ცნობილი წყაროდან, FRB 121102-დან მოდის“, —  წერს ჯგუფი The Astrophysical Journal-ში. 

„ჩვენ კიდევ გამოვავლინეთ ამ წყაროდან წამოსული ექვსი დამატებითი რადიო-იმპულსი: ხუთი მათგანი დავაფიქსირეთ გრინ-ბენკის ტელესკოპით 2 გიგაჰერც სიხშირეზე, ერთი კი არესიბოს ობსერვატორიაში 1,4 გიგაჰერცზე. საერთო ჯამში, უკვე დაფიქსირებულია ამ წყაროდან წამოსული 17 სიგნალი“.

ჯგუფს FRB 121102-ის ზუსტი ადგილმდებარეობს დადგენა არ შეუძლია, მაგრამ მათ სფეციფიკურ დაბალ სიხშირეზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ სიგნალებმა გრძელი გზა გამოიარა და სათავეს იღებს ჩვენი გალაქტიკის მიღმა, შორს. ეს ფაქტი კი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

საინტერესოა, რომ ის ასევე ეწინააღმდეგება ჩვენს ხელთ არსებულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, FRB შესაძლოა სათავეს ჩვენივე გალაქტიკაში იღებდეს.

ამ ეტაპზე, ირმის ნახტომს შიგნით წარმოქმნილი FRB-ს მხარდამჭერი მთავარი ჰიპოთეზაა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის კატაკლიზმური შეჯახება, რის შედეგადაც წარმოიქმნება შავი ხვრელი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შეჯახება მოხდა და კოსმოსში გაიფანტა მოკლე რადიოენერგიის უზარმაზარი მოცულობა.

თუმცა, ამ შორეული სიგნალების განმეორებადი ბუნება და ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი ერთი წყაროდან მოდის, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ადგილი არ აქვს ზემოთხსენებულ შემთხვევას, როგორც მინიმუმ ამ განსაკუთრებული FRB-ის შემთხვევაში.

FRB 121102-დან წამოსული 17 რადიოსიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ იქ რაღაც დრამატული მიმდინარეობს —  ამ დროისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო ჰიპოთეზის მიხედვით, ეს FRB სიგნალები მომდინარეობს ჩვენი გალაქტიკის გარეთ მდებარე ეგზოტიკური ობიექტიდან, მაგალითად ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავიდან, რომელსაც ბრუნავს საკმარისი ენერგიით იმისათვის, რომ რეგულარულად გამოყოს უკიდურესად კაშკაშა პულსები. 

ყველაზე კარგი ამბავი კი ის არის, რომ ორი სხვადასხვა ტიპის FRB აუცილებლად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს — მეტად სავარაუდოა, რომ იქ FRB-ს ერთზე მეტი ტიპი არსებობს, ორივე მათგანი სხვადასხვა წარმოშობის.

ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ განმეორებადი FRB 121102 რადიოიმპულსური სიგნალები უფრო ფართო ჩანს, ვიდრე მკვლევართა მიერ დაფისირებული გალაქტიკისშიდა წარმოშობის ერთჯერადი მოვლენები.

თუმცა, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, მკვლევრები გადაჭრით ამ დრომდე ვერ ამბობენ თუ რა ხდება იქ, სიგნალების წყაროსთან.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნადირობა კიდევ უფრო მეტი FRB-ს დაფიქსირებისთვის როგორც ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში, ისე მის მიღმა, რადგან ამ იდუმალმა მოვლენებმა შესაძლოა მრავალი ინფორმაცია მოიტანოს ჩვენს სამყაროში არსებული სხვა საიდუმლოების შესახებ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებ
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერ
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა