საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/134238.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

11826

პლანეტა 4 სინათლის წლის მანძილზე, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს - ახალი აღმოჩენა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-08-25 16:41:00

აღმოჩენილია მყარი ზედაპირის მქონე პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლეც იყოს.

ახალი პლანეტა დედამიწაზე ოდნავ დიდია და ჩვენგან 4 სინათლის წლის მანძილზე, მზის სისტემის მიღმა, ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის ორბიტაზე ბრუნავს. ეს ვარსკვლავი უახლოესია მზის სისტემასთან. 

სიახლოვის გამო, იგი ყველაზე ადვილად შესასწავლი იქნება მეცნიერთათვის აქამდე აღმოჩენილ დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს შორის და როგორც ჩანს, მას შესანიშნავი გარემო აქვს არამიწიერი სიცოცხლის განვითარებისთვის.

პლანეტა, რომელსაც მეცნიერები პროქსიმა b-ს უწოდებენ, საკმარისად ახლოსაა იმისათვის, რომ მომავლის თაობის კოსმოსური ხომალდები მისწვდნენ და მასზე რობოტული ზონდებიც კი მოათავსონ. გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული, რომ სიახლოვიდან გამომდინარე, ოდესმე ის დედამიწელთა ახალი სახლი გახდეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ექნებათ შესაძლებლობა, მეტად გამოიკვლიონ პლანეტა და დაადგინონ, არის თუ არა იქ სიცოცხლე. პლანეტის ორბიტა მისი ვარსკვლავის გარშემო, სასიცოცხლო ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სიცოცხლის განვითარებისათვის ხელსაყრელ მანძილზე მდებარეობს დედა-ვარსკვლავიდან.

„წარმატებით დასრულდა მზის სისტემასთან უახლოესი კლდოვანი პლანეტის ძებნა. ამ პლანეტას სიცოცხლის შესაძლებლობა გააჩნია. მისი აღოჩენა რამდენიმე საერთაშორისო მკვლევრის თავდადებისა და გატაცების შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ ეს აღმოჩენა მომავალ თაობებს შთააგონებს, რომ მუდმივად შეინარჩუნონ მზერა ამ ვარსკვალვისაკენ. ახლა კი, პროქსიმა b-ზე სიცოცხლის ნიშნების ძებნას ვიწყებთ“, — აღნიშნა ასტრონომთა 30-კაციანი საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის დოქტორმა გილემ ანგლადა-ესკუდემ.  


პროქსიმა b თავისი ვარსკვლავიდან თითქმის იგივე მანძილითაა დაშორებული, როგორც დედამიწა მზისგან (პროქსიმა b-ს მანძილი მხოლოდ 5%-ით მეტია) და მის გარშემო ორბიტის ერთ შემოვლას მხოლოდ 11,2 დღეს ანდომებს. თუმცა, იმის გამო, რომ მისი ვარსკვლავი უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე, ის მაინც სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს; პლანეტაზე სავარაუდოდ არის წყალი და შესაბამისად, სიცოცხლეც.

თუმცა,  პროქსიმა b-ზე პოტენციურ სიცოცხლესთან დაკავშირებით, არსებობს რამდენიმე საკითხი. ვარსკვლავი პლანეტისკენ საკმაოდ მძლავრ ულტრაიისფერ და X-გამოსხივებას სტყორცნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება იქ ცოცხლობდეს, რადიაციისადმი მეტად გამოწრთობილი უნდა იყოს.

მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, შესაძლებელია თუ არა იყოს სიცოცხლე პროქსიმა b-ს მსგავს პლანეტებზე, რადგან არ არის დადასტურებული, აქვთ თუ არა მათ ატმოსფერო და თხევადი წყალი. ამის დამტკიცება კი უშუალოდ პლანეტის შესწავლის გარეშე შეუძლებელია.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია, რაც პროქსიმა კენტავრს — ახალი პლანეტის დედა-ვარსკვლავს სწავლობენ. მზის სისტემასთან სიახლოვის გამო, მისადმი სამეცნიერო ინტერესი განსაკუთრებით დიდია და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ დაბალმასიან ვარსკვლავს. 


პლანეტა აღმოაჩინეს Doppler-ის მონაცემების შედეგად, რასაც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპები 2000-2016 წლებში აგროვებდნენ. დოლპერის მონაცემებმა მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა შეესწავლათ პლანეტის სტუმრის ციცქნა მოძრაობები, რასაც როგორც წესი, ორბიტაზე მოძრავი პლანეტის გრავიტაცია იწვევს. 

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც პლანეტაა, რომელიც არის თბილი, დაახლოებით დედამიწის ზომის და თავისი ვარსკვლავის გარსშემოვლას 11,2 დღეს ანდომებს.

აღმოჩენაზე წლების მანძილზე მუშაობდა 30 მეცნიერი მთელი მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან.

„კვლევის გარკვეულ ეტაპზე შევჯერდით, რომ დამზერილი რხევები ვარსკვლავური ლაქებით არ იყო გამოწვეული და თითქმის დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ ვარსკვლავს გარს პლანეტა უვლიდა, თანაც სასიცოცხლო ზონაში, სადაც წყლის არსებობაც შესაძლებელია; საბოლოოდ, იქ მართლაც პლანეტა აღმოჩნდა. 


თუკი შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მისი ატმოსფერო სიცოცხლისათვის ხელსაყრელია, ეს ნამდვილად იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია“, — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტიდან, დოქტორმა ჯონ ბარნსმა. 

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლე მილიარდობით წლის შემდეგ, მზის სისტემის სიკვდილიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გაჩნდეს, აღნიშნავენ მკვლევრები.

„ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი ჩვენს მზეზე რამდენიმე ასეულჯერ და ათასეულჯერ მეტი ხნით იარსებებს. ნებისმიერი სახის სიოცხლე მის გარშემო მოძრავ პლანეტაზე შესაძლოა მას შემდეგ აღმოცენდეს, როცა მზე უკვე კარგა ხნის ჩამქრალი იქნება“, — წერს  Nature-ში მკვლევარი არტი ჰატცისი. 

წყარო: The Inependent, The Guardian, CNN


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის
წაკითხვა