| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/135775.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ასტრონომები სავარაუდოდ შავი ხვრელის დაბადების მომსწრენი გახდნენმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-14 19:59:00
პირველად ისტორიაში, ასტრონომთა ჯგუფი სავარაუდოდ შავი ხვრელის დაბადების მომსწრე გახდა; ობიექტი დედამიწიდან 20 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ შავი ხვრელები სუპერგიგანტური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება; ახლა კი, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან მღებულმა მონაცემებმა შესაძლოა ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ დაადასტუროს. „შესაძლოა ეს პირველი პირდაპირი გასაღები გახდეს იმის გარკვევისა თუ როგორ წარმოქმნის ვარსკვლავის კოლაფსი შავ ხვრელს“, — აღნიშნავს New Scientist-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომი ევი ლოები. მკვლევართა ჯგუფი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომ კრისტოფერ კოჩანეკის ხელმძღვანელობით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ სუპერგიგანტ ვარსკვლავ N6946-BH1-ზე დაკვირვების მონაცემების გაანალიზების შემდეგ, შეეცადა დაედგინა თუ როგორ გამოიყურება ახლად წარმოქმნილი შავი ხვრელი. ვარსკვლავი N6946-BH1 ჩვენს მზეზე დაახლოებით 25-ჯერ მასიურია და თავდაპირველი დაკვირვება მასზე 2004 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, ჰაბლს მუდმივად ჰქონდა „მზერა“ მიპყრობილი ვარსკვლავის მოძრაობისა და აქტიურობისადმი. მონაცემების შეგროვების შემდეგ, კოჩანეკის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2009 წელს ვარსკვლავი აფეთქდა და მზეზე დაახლოებით მილიონჯერ კაშკაშა გახდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩაქრობა დაიწყო. ჰაბლის ახალ მონაცემებთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავი ხილვადი სინათლის ტალღებს აღარ გამოყოფს; ჯგუფი ვარაუდობს, რომ N6946-BH1-მა შავი ხვრელის დაბადება განაპირობა. ჰიპოთეზის მიხედვით, ბოლო წლებში N6946-BH1-მა კოლაფსი განიცადა, 2009 წლის აფეთქება კი ვარსკვლავის მიერ საკუთარი ნეიტრონების გამოფრქვევამ გამოიწვია. ამას მოჰყვა ვარსვვლავის გრავიტაციული ძალის დაკლება, რამაც ელექტრონებს საშუალება მისცა ხელახლა მიბმოდნენ მათ გარშემო მოტივტივე წყალბადის იონებს — ამ პროცესს კი შეეძლო თანდათან დასრულებულიყო შავი ხვრელის დაბადებით. თუკი ეს სცენარი სოწრია, გამოდის, რომ ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად ისტორიაში დააფიქსირა შავი ხვრელის დაბადების პროცესი, რის დასამტკიცებლადაც შემდგომი კვლევებია საჭირო. შავი ხვრელის დაბადების დასამტკიცებლად, ჯგუფს ესაჭიროება გამოიკვლიოს ის სხვა შესაძლებლობები, რასაც შეეძლო გამოეწვია ვარსკვლავის აფეთქება და შემდეგ გაუჩინარება. სხვადასხვა ვერსიებს შორის განიხილება შერწყმა სხვა ვარსკვლავთან ან იმის შანსი, რომ მტვრის გროვის ჩამოფარების გამო იგი ჰაბლისთვის უხილავი გახდა. სხვადასხვა სცენარების განხილვისას, მკვლევარი ანა ნოვოგროძკი შენიშნავს, რომ სხვა ვარსკვლავთან შერწყმა უფრო დიდ აალებას გამოიწვევდა და ეს პროცესი ერთ წელში არ დასრულდებოდა, ხოლო თუკი დამნაშავე მტვერია, ვარსკვლავი თანდათან კვლავ ხილვადი უნდა გახდეს. კვლევის ბოლომდე მისაყვანად, ასტრონომთა ჯგუფი ვარსკვლავზე ან პოტენციურად „ახალშობილ“ შავ ხვრელზე დაკვირვების გაგრძელებას NASA-ს Chandra X-ray-ს ობსერვატორიიდან გეგმავს. ობსერვატორიის ორი უმძლავრესი ტელესკოპის საშუალებით, მეცნიერებს საშუალება ექნებათ შეაგროვონ ყველა საჭირო ინფორმაცია და საბოლოოდ დაამტკიცონ ან უარყონ თავიანთი ჰიპოთეზა. წყარო: New Scientist; ScienceAlert დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხ
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
|