| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/157930.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, სუპერ-იუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 19:53:00
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდის გამოყენებით, ასტრონომებმა ახალი მასიური ეგზოპლანეტა იპოვეს. პლანეტას MOA-2016-BLG-227Lb ეწოდება, იუპიტერზე სამჯერ მასიურია და გარს უვლის შორეულ, 21 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს. გრავიტაციული მიკროლინზირება ფასდაუდებელი მეთოდია იმ ახალ ეგზოპლანეტათა აღმოსაჩენად, რომლებიც თავიანთ დედა-ვარსკვლავის გარშემო შედარებით ახლოს მოძრაობენ. ეს ტექნიკა მგრძნობიარეა ე. წ. „თოვლის ხაზს“ მიღმა მოძრავი დაბალმასიანი პლანეტების მიმართ, რომლებიც ძირითადად შედარებით სუსტი, M-ტიპის ჯუჯა ან ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ. ასეთი პლანეტები ასტრონომთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან ამ ხაზს გადაღმა, სულ ახლოს, მიმდინარეობს პლანეტათა წარმოქმნის აქტიური პროცესი. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში პლანეტათა გადანაწილების გარკვევა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს პლანეტათა ფორმირების შესახებ. მიკროლინზირების მოვლენა MOA-2016-BLG-227 2016 წლის 5 მაისს, ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის ჯონის მთის ობსერვატორიიდან დააფიქსირეს. ობიექტზე შემდგომი დაკვირვებები ჰავაიზე, მაუნა-კეაზე მდებარე ტელესკოპებმა აწარმოა. პროცესში ჩაერთო ჩილეში მდებარე ტელესკოპი VLT და ისრაელის ვაისის ობსერვატორიაც. შემდგომმა დაკვირვებებმა, რომელსაც იაპონიის ოსაკის უნივერსიტეტის მკვლევარი ნაოკი კოშიმოტო უძღვებოდა, ახალი ეგზოპლანეტა გამოავლინა და განსაზღვრა მისი ძირითადი პარამეტრები. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ MOA-2016-BLG-227Lb სუპერ-იუპიტერის ტიპის პლანეტაა, რომელსაც იუპიტერის 2,8 მასა აქვს. დიდი ალბათობით, დედა-ვარსკვლავი გალაქტიკის ამოზნექილობაში მდებარე M ან K ტიპის ჯუჯაა. ამ ვარსკვლავის მასა 0,29 მზის მასას შეადგენს. პლანეტა დედა-ვარსკვლავს გარს უვლის დაახლოებით 1,26 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან. ჯერჯერობით დადგენილი არაა სხვა პარამატრები, მათ შორის ვარსკვლავისა და პლანეტის რადიუსი და პლანეტის ორბიტული პერიოდი. „ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზები გამორიცხავს, რომ მასპინძელი ვარსკვლავი G-ტიპის ჯუჯა იყოს, რამაც გვიბიძგა გამოგვეტანა საღი დასკვნა, რომ პლანეტა MOA-2016-BLG-227Lb სუპერ-იუპიტერის მასის პლანეტაა და გარს უვლის M ან K ტიპის ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც გალაქტიკის ამოზნექილობაში მდებარეობს“, — განმარტავენ მკვლევრები. მათი განცხადებით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა უფრო მეტი დეტალი გაირკვეს ახლად შექმნილი პლანეტური სისტემის შესახებ. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, კვლევაში შესაძლოა ჩაერთოს ჰაბლის კოსმოსსური ტელესკოპი და კეკის ადაპტური ოპტიკის სისტემა. მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
|