საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
13686

ციცქნა არსება, რომელიც ყველა აპოკალიფსს გადაურჩება და დედამიწის ერთადერთ მკვიდრად დარჩება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-18 19:12:00

ასტეროიდის დაცემა, ვარსკვლავის აფეთქება, რადიაციის ინტენსიური ნაკადი... ეს ასტრონომიულ მოვლენათა მთელი ის ნაირსახეობებია, რომელთაც ადამიანის მოდგმის გადაშენება შეუძლიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ გლობალური ეკოსისტემის ყველა ფორმაზე. 

მაგრამ როგორც ახალი კვლევა ამტკიცებს, ერთ-ერთ მიკროსკოპული არსებას, ე. წ. წყლის დათვს, ბიოლოგიური სახელწოდებით — ნელამავალი (Milnesium tardigradum), სულ არ ადარდებს არანაირი გლობალური კატასტროფა. ეს პატარა არსება იმდენად მტკიცეა, რომ შეუძლია თავი დააღწიოს ნებისმიერ აპოკალიფსურ სცენარს, თანაც თავის ციცქნა სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი შეინარჩუნოს. 

ნელამავალთა თაყვანისმცემლებისთვის ეს ფაქტი ალბათ სულაც არ იქნება გასაკვირი, რადგან მათ უკვე კარგად იციან, რომ ამ სუპერძლიერ მხეცს აქვს უნარი გადაურჩეს თითქმის ყველაფერს ბუნებაში. 

გაყინეთ, აადუღეთ, აშიმშილეთ, გააუწყლოვეთ ან თუნდაც მოათავსეთ ვაკუუმში — 0,5 მილიმეტრის სიგრძის ამ რვაფეხიანი არსებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს მშვენივრად გადაურჩება. 

ნელამავალნი უხერხემლოთა ტაქსონომიური ტიპია. გავრცელებულნი არიან ყველგან, მთელ პლანეტაზე. გადით გარეთ ახლავე და მთელ ბღუჯას იპოვით, თუნდაც გაზონში. 

როგორც რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, მისი გენების 17,5% სხვა სახეობათაგანაა მოპარული. 

ალბათ შესაშურია, რომ ჩვენგან განსხვავებით, ნელამავალთ სულ არ ანაღვლებთ აპოკალიფსური დღეები. 

„არაერთი კვლევა მიეძღვნა დედამიწაზე „მეორედ მოსვლის“ სცენარს — ისეთ ასტროფიზიკურ მოვლენებს, როგორიცაა მაგალითად სუპერნოვას აფეთქება; კვლევათა მიზანი იყო გაგვერკვია, შეეძლებოდა თუ არა ასეთ მოვლენებს ადამიანთა რასის ამოწყვეტა. მაგრამ ჩვენ ვფოკუსირდით ყველაზე ამტან არსებაზე — ნელამავალებზე“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვკლევარი დევიდ სლოანი. 

არსებობს მცირე ეჭვი, რომ ჩვენი პლანეტა სინამდვილეში ეკუთვნის ბაქტერიებსა და არქეებს, ისევე როგორც დედამიწის ქერქში ღრმად ჩამარხულ ექსტრემოფილებს, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე გარემოში ცხოვრობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედამიწა ნამსხვრევებად დაიშლებოდა, მეტად სავარაუდოა, რომ ახალ ასტეროიდთა სარტყელში, ასტეროიდებს ნელი მეტაბოლიზმის მქონე მრავალი ერთუჯრედიანი არსება მიეკვრება. 

წყლის დათვის შესაძლებლობათა შესამოწმებლად, მეცნიერებმა ყველა ასეთი შესაძლო მოვ;ენა ლაბორატორიაში შექმნეს. მხედველობაში მიიღეს ასტრონომიულ მოვლენათა სამი ისეთი ტიპი, რომელთაც დედამიწაზე რამდენიმე სახეობის გადაშენება შეუძლია; მოზრდილი ასტეროიდის დაცემა, სუპერნოვას აფეთქება და გამა-გამოსხივების ნაკადები. 

ასტრონომთა შეფასებით, იმისათვის, რომ დედამიწის ოკეანემ დუღილის ტემპერატურას მიაღწიოს, პლანეტას 1.7 × 10^18 კგ-ზე მეტი მასის სხეული უნდა შეეჯახოს. 

მზის სისტემაში არსებობს ამ ზომის 17 ასტეროიდი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯუჯა პლანეტა პლუტონსა და ერისზე. 

ოკეანეთა ასაორთქლებლად საკმარისი იქნებოდა 0,1 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუპერნოვას აფეთქების ტალღაც. 

და ბოლოს, ოკეანეთა დუღილის ტემპერატურამდე მისაღწევად ასევე საკმარისი იქნებოდა 45 სინათლის წლით მოშორებული ვარსკვლავისგან წამოსული გამა-გამოსხივების კონცენტრირებული ჭავლი.  

არც ერთი ეს მოვლენა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. ასე ახლოს სუპერნოვას აფეთქების შანსიც ერთია ყოველ ას მილიარდ წელიწადში. 

ეს სცენარები აწესებს იმ გარკვეულ ლიმიტებს, რომლებსაც პლანეტურ კატასტროფათა გამოწვევა შეუძლია; თუმცა, არსებობს იმის შანსიც, რომ გარკვეულ რეაქციათა ჯაჭვმა ნელ-ნელა გამოიწვიოს სხვა გამანადგურებელი მოვლენები. მაგალითად, საკმარისია გავიხსენოთ პლანეტა ვენერა, რომელიც ჯოჯოხეთად ერთ ღამეში არ ქცეულა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კარგი ამბავია ნელამავალთათვის, რომლებმაც ეჭვგარეშეა, ეს ყოველივე იციან. დიახ, შესაძლოა ისინი მარტოდმარტო დარჩნენ, შესაძლოა უწყლობის გამო სხეულის დიდი ნაწილიც დაკარგონ, მაგრამ წინ მაინც დიდი გამარჯვება ელით.  

კარგი ამბავია არამიწიერ სიცოცხლეზე მონადირეთათვისაც. 

„ნელამავალნი დედამიწაზე ფაქტობრივად ურღვევები არიან, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ სამყაროში კიდევ ბევრგან იყვნენ მისი სხვა, უმტკიცესი სახეობები“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი რაფაელ ალვეს ბატისტა. 

„ამ კონტექსტში, ნამდვილად არსებობს სიცოცხლის ძიების სამიზნე მარსზე თუ ზოგადად, მთლიანად მზის სისტემაში. თუკი ნელამავალნი დედამიწის ყველაზე მტკიცე ქმნილებები არიან, ვინ იცის, რა ხდება სხვაგან, ჩვენი პლანეტის მიღმა?“ 

შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის აღმოცენება წითელ ჯუჯა ვარსკვლავებთან? — ბოლო პერიოდში ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, შესაძლოა იქ თავისუფლად გადარჩეს დედამიწაზე არსებული განსხვავებული, მტკიცე სიცოცხლის ფორმები. 

და ბოლოს, სასიამოვნოა იმის ცოდნა, თუ რამდენად მედგარია სიცოცხლის ქიმია არასტუმართმოყავრე სამყაროს პირისპირ. 

„სახეობათა უდიდესი ნაწილი ან მთლიანად გვარიც შესაძლოა ამოწყდეს, მაგრამ სიცოცხლე, როგორც ასეთი, მაინც გაგრძელდება“, — ამბობს სლოანი. 

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.  











მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 – 4,5 მ
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
დროა, სიცოცხლის საიუბილეო ტორტზე უფრო მეტი სანთლები დავამატოთ — დაზუსტებისათვის, დაახლოებით 1
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ემოციური ფოტოები, რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებას ასახავს
ემოციური ფოტოები, რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებას ასახავს
​ანია პავლეტა პოლონელი ფოტოდოკუმენტალისტი
წაკითხვა