საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ ჯაში - ყველანი მომსწრე ვართ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 20:02:00
ყველანი მომსწრე ვართ, რომ რეალურად, საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს.ჯაშის განცხადებით, გრძელვადიანი განვითარების გეგმა რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა.„მიმდინარე სამუშაო ფორმატსა და საუბრებშიც ცნობილია ის პრიორიტეტები, რომლებიც მიენიჭება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც უმნიშვნელოვანესია, ასევე, უნიკალური არქივის შენარჩუნებისთვის იმ ფინანსების ალოკაციას, რომელიც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემაა. სახელმწიფო შესყიდვების კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით აღნიშნულ წინადადებას მივესალმები, რადგან შეუძლებელია შემოქმედებით სფეროში მხოლოდ ღირებულებით, ფასით იყოს განსაზღვრული ის ხარისხიანი პროდუქტი ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება და შესაბამისად, რეიტინგს გაზრდის. ამდენად, ხარისხის კრიტერიუმებს მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა დაეთმოს. ამ გამონაკლისს მხარს არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დავუჭერდი, არამედ ზოგადად, კულტურის სფეროში, შემოქმედებით სფეროში შესყიდვების საკითხს და კოლეგებს თხოვნით მოგმართავ, რომ საშემოდგომო სესიისთვის, ერთობლივი ინიციატივა კულტურის კომიტეტის სახელით დავაყენოთ. ასევე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობასთან აღნიშნული ინიციატივის თანხვედრა, არამედ ევროკავშირის 2014 წლის საჯარო შესყიდვების დირექტივასთან, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული“, - დასძინა ჯაშმა.პარლამენტის განათლების კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.
წაკითხვა
ელენე მიხაილოვა - ეს არის მინიმალური მოთხოვნა, რომ მაუწყებელს ჰქონდეს უფლება, მიიღოს დამატებითი შემოსავლის წყარო მაღალხარისხიანი კონტენტის მომზადების მიზნით
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 19:00:00
ეს არის ძალიან მინიმალური მოთხოვნა, რომ მაუწყებელს ჰქონდეს უფლება, მიიღოს დამატებითი შემოსავლის წყარო მაღალხარისხიანი კონტენტის მომზადების მიზნით, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა ელენე მიხაილოვამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა. მაუწყებლის იურისტმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი რეკლამასთან დაკავშირებულ ცვლილებას დადებითად აფასებს და არსებობს ევროპული გამოცდილება, რომ კომერციული რეკლამის კუთხით, საზოგადოებრივ მაუწყებლებს აქვთ დამატებითი შემოსავალი. „არსებობს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დადებითი შეფასება, ეს არის ევროპული გამოცდილება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს დამატებითი შემოსავლის წყარო კომერციული რეკლამის კუთხით, ჩვენი ინიციატივით, რაც გვაქვს წარმოდგენილი, მოვითხოვთ ძალიან მცირე დროს, ისიც არა პრაიმ ტაიმში. ეს არის ძალიან მინიმალური მოთხოვნა, რომ მაუწყებელს ჰქონდეს უფლება, მიიღოს დამატებითი შემოსავლის წყარო მაღალხარისხიანი კონტენტის მომზადების მიზნით“, - განაცხადა ელენე მიხაილოვამ. დეპუტატ გუგული მაღრაძის კითხვაზე, ამ ინიციატივის განხორციელება დააზიანებს თუ არა სოციალურ რეკლამას, მაუწყებლის იურისტმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება ისედაც აქვს. კომერციული და სოციალური რეკლამის საკითხს კომიტეტზე მყოფი სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არეგულირებს და სწორედ ამ ნორმების საფუძველზე ხდება ტელეთერში რეკლამის საკითხის რეგულირება. „უმნიშვნელოვანესია, რომ მაუწყებელმა დაიწყოს თავისი ფუნქციის განხორციელება. მაუწყებელი ხარჯავდა გარკვეულ თანხას და აკეთებდა პროგრამებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ადამიანები არ უყურებდნენ და გადაცემა მოსწონდა პროექტის ავტორს, მე მაპატიონ ამისთვის. იმის სტიმულირებისთვის, რომ ამ ორგანიზმმა დაიწყოს კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, ეს მნიშვნელოვანია. თუ მაუწყებელს არ უყურებს გარკვეული ადამიანების რაოდენობა, მაშინ მის არსებობას აზრი არა აქვს. ფული იხარჯება გარკვეულ პროექტებზე, მაგრამ არ არიან კონკურენტუნარიანები. ეს არის წამახალისებელი მექანიზმი იმისთვის, რომ მაუწყებელმა ის ვალდებულებები, რომელიც არცერთ კომერციულ ტელევიზიას არ აკისრია, შეასრულოს ხარისხიანად“, - განაცხადა კოხრეიძემ.საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაუწყებლობის შესახებ
წაკითხვა
გიორგი ხატიძის განცხადებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის პოზიციით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შესაბამისობაშია ევროდირექტივებთან
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 18:08:00
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.როგორც დეპუტატმა გიორგი ხატიძემ განაცხადა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმუშავა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.მისივე თქმით, კომისიის წევრებმა კონსულტაციები გაიარეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც პოზიტიურად შეაფასეს ინიციატივა."აღნიშნულ კანონებში შედის ცვლილებები და ეს ეხება შემდეგ საკითხებს. მკაფიოდ ხდება კომპეტენციების ნათლად ჩამოყალიბება საზოგადოებრივი მაუწყებლის ისეთ სტრუქტურებს შორის, როგორც არის სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი. მოქმედი რედაქციით გადაფარვა ხდება, როგორც უფლებამოსილებებში, ასევე შესაბამისად ეს გადაფარვა გარკვეულ სირთულეს ქმნის, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანოებმა იფუნქციონიროს სწორად, დადგენილი კანონდებლობით. ეს ნაწილი სწორდება წარმოდგენილი კანონპროექტით“, - განაცხადა გიორგი ხატიძემ.მისივე თქმით, შემოდის ისეთი სიახლე, რაც გულისხმობს რეკლამების და სპონსორობის საკითხს, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან მიიღოს შეთავაზება და მიიღოს სპონსორობა.„ამ საკითხებთან დაკავშირებითაც ჩვენ ეს საკითხები განვიხილეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან და ანალოგიურად მათი პოზიცია იყო, რომ ეს საკითხები არის შესაბამისობაში ევროდირექტივებთანაც, რომელიც ანალოგიურ სექტორში ფუნქციონირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გიორგი ხატიძემ. მისივე თქმით,​ მაუწყებელი საბიუჯეტო თანხებით ფინანსდება, მაგრამ მისი შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე უნდა ფუნქციონირებდეს შესაბამისად."დგინდება გარკვეული საგამონაკლისო წესი შესყიდვების შესახებ კანონიდან, რაც ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. კონტენტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე. ეს არის შემოქმედებითი სახელოვნებო სწორედ ის მასალა, რომელიც, ასე ვთქვათ, უშუალოდ იქმნება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი ხატიძემ.ხატიძის განცხადებით, არსებობს საკითხები, რომელიც უკავშირდება მაუწყებელში ახალი პროგრამების და ნოვაციების დანერგვას და გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კონკურენცია, მსგავსი ინფორმაცია საჯარო არ იქნება."ისეთი სპეციფიკური საკითხები, რომელიც უშუალო
წაკითხვა
განათლების კომიტეტმა მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 17:34:00
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ წარადგინა. დეპუტატებმა ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს, რის შემდეგაც, კანონმდებლებმა ინიციატივას კენჭი უყარეს. პროექტს მხარი 9 დეპუტატმა დაუჭირა.საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის 13-მა წევრმა მოამზადა, ავტორები კი არიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე და ენძელა მაჭავარიანი. პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისთვის სათანადო საკანონმდებლო შექმნა.
წაკითხვა
რატომ დაანგრიეს მაუწყებლის გენერალური დირექტორის კაბინეტი
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 15:22:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კაბინეტი ტელევიზიის მესამე კორპუსში განთავსდა. პირველად მაუწყებლის ისტორიაში გენერალური დირექტორის კაბინეტი მდებარეობას იცვლის და ადგილს ახალ ნიუსრუმს უთმობს.​საზოგადოებრივი მაუწყებელი ინტეგრირებული ნიუსრუმის ფარგლებში სამივე არხს - ტელევიზიას, რადიოსა და ვებს გააერთიანებს.ტატო ბარათაშვილიტელევიზიის უხუცესი თანამშრომელი ტატო ბარათაშვილი სიახლეების მომხრეა. მისი აზრით, დროა, მაუწყებელი წინ წავიდეს, განვითარდეს და საკუთარი პოზიციები განამტკიცოს.ათვლა 1959 წელს დაიწყო. პირველ ქართულ ტელევიზიაში სტაჟიორად მოვიდა, შემდეგ მუშაობაც დაიწყო. სამუშაო ადგილი დღემდე არ შეუცვლია. ის მაუწყებლის ცოცხალ მემატიანედ იქცა. ასე რომ, თუ გინდათ ტელევიზიის ისტორიას გაეცნოთ, ჯერ ტატო ბარათაშვილი უნდა გაიცნოთ.ტელევიზიის ყველა კუნჭული მისი მახსოვრობის ნაწილია. მათ შორის, მაუწყებლის გენერალური დირექტორიც კაბინეტიც.
წაკითხვა
კახა ბექაური - საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ლიმიტირებული შესაძლებლობა, სარეკლამო ბაზრიდან მცირე შემოსავლები მიიღოს, ეს სრულად ჯდება ევროპულ სტანდარტში
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 12:28:00
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც რეკლამას შეეხება, სრულად ჯდება ევროპულ სტანდარტში და მარეგულირებელ კომისიას ამაზე შენიშვნა არ ჰქონია, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ,  კახა ბექაურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ბექაურმა აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ გარკვეული კვოტით, არასრულად,  ლიმიტირებულად მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო ლიმიტების ზრდა, მხოლოდ დღის ეთერში და მხოლოდ გასართობ გადაცემებში.“2016 წელს, 2015-თან შედარებით, სატელევიზიო სამაუწყებლო ბაზარი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და ჯამში, რადიოს მაუწყებლობის შემოსულობებთან ერთად, 108 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 10 მილიონი ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ცვლილებებთან დაკავშირებით სარეკლამო კვოტებს, ეს კანონპროექტი მარეგულირებელში გადმოგზავნილი იყო პარლამენტიდან. ჩვენი დასკვნა გავაგზავნეთ, მხოლოდ ორი შენიშვნა გვქონდა, ორივე იქნა პარლამენტის მხრიდან გათვალისწინებული. ერთი ეხებოდა სოციალური რეკლამის განმარტებას, ხოლო მეორე ზოგიერთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელსაც უარყოფითი დასკვნა მივეცით, რადგან ჩავთვალეთ, რომ შეიძლება, რისკი ყოფილიყო იმისა, რომ გავლენა მომხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაზე, თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ეს თავად მაუწყებლის ინიციატივა არ იყო, სხვა პირების ინიციატივა იყო.  რაც შეეხება კონკრეტულად რეკლამის ცვლილებებს, საუბარია იმაზე, რომ გარკვეული კვოტით, არასრულად, მაგრამ ლიმიტირებულად მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო ლიმიტების ზრდა, მხოლოდ დღის ეთერში და მხოლოდ გასართობ გადაცემებში. ეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროპული პრაქტიკის მიხედვით შევისწავლეთ და მინდა გითხრათ, რომ სრულიად ჯდება ევროპულ სტანდარტში და მარეგილირებელს ამაზე შენიშვნა არ ჰქონია“,-აღნიშნა კახა ბექაურმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღესაც აქვს სატელევიზიო რეკლამის ლიმიტები გარკვეული დროით, ფეხბურთის ტრანსლაციებზე  აქვს 6 წუთი რეკლამის ჩასმის საშუალება. დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ ლიმიტების ოდნავ ზრდის განაცხადი გააკეთა. "კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვადასტურებთ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო ვერსიაა და ყველაზე მინიმალური რაოდენობა, რაც კი ევროპულ ქვეყნებში შეგვიძლია ვნახოთ.  ასევე, ვადასტურებთ, რომ ეს სრულიად ჯდება ევროპულ სტანდარტში. ევროპულ მაუწყ
წაკითხვა
კახა ბექაური - სარეკლამო ბაზრის კვლევაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დილეტანტია
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 12:27:00
საქართველოს კომუნკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მაუწყებლებისთვის სარეკლამო ბაზრის კვლევაში დილეტანტია.მაუწყებლების სარეკლამო ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით დღეს „TV პირველის“ გადაცემა „საქმიან დილაში" ისაუბრეს.გადაცემის წამყვანებმა სტუმართან ერთად გასული წლის სარეკლამო ბაზრის შემოსავლებზე ისაუბრეს.ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საკურსო სხვაობის გათვალისწინებით, მოხდა თუ არა სარეკლამო ბაზრის ზრდა.ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, მაუწყებლებისთვის დაწესებული რეგულაციების შემდეგ შემოსავლები 30%-ით შემცირდა.„ასე რომ მივუდგეთ საკითხს, რადგან ლარის კურსის დევალვაცია მოხდა, ხომ არ შემცირდა სარეკლამო ბაზარი? მინდა ვთქვა, რომ არა მარტო სარეკლამო ბაზარი შემცირდა, არამედ ყველა ბაზარი შემცირდა. დოლარში თუ დავითვლით ყველა სხვა ბაზარს, სარეკლამო ბაზარი ყველაზე ნაკლებად შემცირდა. მეტსაც გეტყვით, შეადარეთ მთლიანი შიდა პროდუქტი, თუ დოლარში დავითვლით მშპ-ს, მაშინ კლება გვქონია ეკონომიკის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ კლება არ არის ეკონომიკის. წინა წლების ზრდის დინამიკასთან შედარებით, დინამიკა არ შემცირებულა, თუ ვლაპარაკობთ ლარზე და არა დოლარზე.2016 წელს სარეკლამო შემოსავალი ლარში გაიზარდა 10%-ით“, - განაცხადა ბექაურმა.ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ შეუძლია მოიყვანოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევიდან ციტირებები, რომლებიც სარეკლამო ბაზრის კლებაზე მიუთითებს.„საერთაშორისო გამჭვირვალობა დილეტანტია, თქვენი აზრით?“, - დაინტერესდა ჟურნალისტი, რაზეც ბექაურმა აღნიშნა, "რა თქმა უნდა, მაგ საკითხში დილეტანტია". 
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - ახალი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული ვართ
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 01:48:00
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას გამოთქვამს. „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მნიშვნელოვანი წევრია. საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს ძირეული რეფორმები მიმდინარეობს, ევროპის მაუწყებელთა კავშირი კი ამ პროცესს მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ დავინახეთ ბევრი პოზიტიური განვითარება და მიღწევა. ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყოველთვის მხარს უჭერს, თვალყურს ადევნებს და მუდმივად ახლო კონტაქტშია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. მიმდინარე წლის აპრილში ევროპის მაუწყებელთა კავშირში წარმოდგენილი იყო კანონში შესატანი ცვლილებები. ჩვენ განვიხილეთ ცვლილებები და პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს კომენტარები გავუგზავნეთ.  ეს ცვლილებები ეხებოდა სამ ძირითად საკითხს: პირველი - ორგანიზაციის მართვის წესს, მეორე -შესყიდვების პროცედურებს, მესამე - რეკლამას.ჩვენ გავგზავნეთ კომენტარები ევროპულ სტანდარტებსა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ახალი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული ვართ. ჩვენ მოგვაწოდეს ახალი ცვლილებები, ამჟამად მისი განხილვის პროცესში ვართ და პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენს მოსაზრებებს კვლავ მივაწვდით“,  - აცხადებს რადკა ბეთჩევა.
წაკითხვა
ახალი ეტაპი მაუწყებლის ისტორიაში - რა შეიცვლება გადაიარაღების გეგმით, რომელიც სამეურვეო საბჭომ დღეს დაამტკიცა
განახლებულია: 2017-06-29 20:22:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მენეჯმენტის მიერ მომზადებული მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა. ეს არის ოთხ წელზე გათვლილი და სამ ეტაპად დაყოფილი გეგმა, რომელიც ახალი აპარატურის შეძენას, კამერების პარკის და სამონტაჟოების განახლებას, ახალ, ანუ ტელევიზიის მესამე კორპუსში გადასვლას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ყველა მხარე თანხმდება. მაუწყებლის მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღება წლებია აღარ მომხდარა. აპარატურის ნაწილი უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.   
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 18:20:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი 20 ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ნათია ზამთარაძემ განაცხადა, ავტოპარკის განახლება აუცილებელია, რადგან მაუწყებელში ბევრი მოძველებული მანქანაა. მისივე თქმით, ბაზრის კვლევა ჩატარებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, პირობები განთავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, ასევე შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ინფორმაცია საჯაროა და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ“, - განაცხადა ნათია ზამთარაძემ. როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ავტომობილების პარკის განახლება აუცილებელია. „ვითხოვთ იმას, რაც სჭირდება თანამედროვე ჟურნალისტს. ეს არ არის ფუფუნებისთვის, არამედ საჭიროებისთვის. მანქანებს სჭირდება კონდიციონერი, უნდა იყოს ოთხკარიანი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მანქანები იყოს წითელი, რადგან ეს ჩვენი ფერია. ეს არის მინიმალური მოთხოვნები“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
წაკითხვა
სულხან სალაძე - გეგმა მართლაც შთამბეჭდავია და არავინ ფიქრობს, რომ მაუწყებელში ტექნიკური გადაიარაღების საჭიროება არ დგას
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 17:32:00
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეალურად არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმის დამტკიცების შემდეგ განაცხადა. როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების საჭიროება მაუწყებლის წინაშე ნამდვილად დგას.„გეგმა მართლაც შთამბეჭდავია და ალბათ, არავინ ფიქრობს, რომ მაუწყებელში ტექნიკური გადაიარაღების საჭიროება არ დგას. ეს საჭიროება მაუწყებლის წინაშე ნამდვილად დგას“, - აღნიშნა სალაძემ. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა სამეურვეო საბჭოში განიხილება. „გასული წლის აპრილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ და გადაიარაღებასთან დაკავშირებით მუდმივად მესმის საუბარი. მოხარული ვარ, რომ ეს დოკუმენტის სახით იყო საბჭოში წარმოდგენილი. ცხადია, ის ფინანსური გათვლები, რომელიც თუნდაც მიმდინარე წლისთვის არის საჭირო, შეუძლებელია, რომ მაუწყებელმა საკუთარი ბიუჯეტით დაფაროს, ამიტომ ეს მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ დღეიდან მენეჯმენტმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და საკრედიტო ხაზის საშუალებით მოიძიოს ეს რესურსი. ახლა მნიშვნელოვანია ამ პროცესის ეფექტური წარმართვა, რათა მივიღოთ ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეალურად, არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. იმედი მაქვს, მენეჯმენტი ამას თავს გაართმევს“, - განაცხადა სალაძემ.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. 
წაკითხვა
მარინა მუსხელიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს ტექნიკური გადაიარაღების გეგმა გამართული მუშაობისთვის სჭირდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 17:13:00
საზოგადოებრივ მაუწყებელს გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა გამართული მუშაობისთვის სჭირდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა მარინა მუსხელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, საინტერესოა. „ეს დიდი პროექტი არის გარკვეული მონახაზი, რომელშიც შესაძლოა, ზოგადი კორექტივები შევიდეს. ჩვენ ამ გეგმას ვამტკიცებთ არა კონკრეტული დეტალებით, არამედ გვაქვს სურვილი, რომ ეს გვქონდეს. ეს ყველაფერი ტელევიზიას გამართული მუშაობისთვის სჭირდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ის რესურსი, რაც გვაქვს, მეტნაკლებად განსაზღვრულია და არ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ არსებობდეს კამერა, სტუდია, განათება და არ გვქონდეს თანამშრომლის ასაყვანი ფული, რომელიც იქ იმუშავებს“, - განაცხადა მარინა მუსხელიშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა, გეგმის განხორციელების პროცესში მოხდეს მისი დეტალური განხილვა, რაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. 
წაკითხვა
რა იცვლება საზოგადოებრივ მაუწყებელში - ტექნიკური გადაიარაღების პროცესი იწყება (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 17:12:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა.„მოამბის“ ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად არსებულ ტექნიკურ  მდგომარეობას ტელევიზიის სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.
წაკითხვა
ნოდარ ჭიჭინაძე - მაუწყებელს აქვს უნარი, მოიზიდოს რესურსი და გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანები
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 15:52:00
საზოგადოებრივი მაუწყებელს გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმის განსახორციელებლად ფინანსური რესურსის მოზიდვა დასჭირდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.მისი თქმით, ტექნიკური გადაიარაღება საკმაოდ მასშტაბური პროექტია და ამის უზრუნველყოფა მაუწყებლის სახსრებით ვერ მოხერხდება. "ტელევიზიას აუცილებლად დასჭირდება ფინანსური რესურსის მოზიდვა, სესხს ვგულისხმობ. უბრალოდ, ამხელა ცვლილება მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ მოხერხდება. სესხი გადანაწილდება გრძელვადიან პერიოდზე“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ. ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანხების მოზიდვას შეეცდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან. „მაუწყებელს აქვს უნარი, რომ მოიზიდოს რესურსი და გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც მისი შემდგომი საქმიანობისთვის არის გარდაუვალი. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ცალკე პროექტს და დაფინასების წყაროს გარედან მოვიძიებთ. დღევანდელი გათვლით, საუბარია 15-18 მილიონი დოლარის ვალის აღებაზე“, - ნოდარ ჭიჭინაძემ.მისივე თქმით, სესხის მიუხედავად ტელევიზიის საქმიანობის არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. 
წაკითხვა
გიორგი ნიჟარაძე - გაჩნდა შანსი, ტექნიკური გადაიარაღების გეგმით, მაუწყებელი სრულიად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 15:15:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმით, გაჩნდა შანსი, რომ მაუწყებელი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ.ნიჟარაძის თქმით, თუ ეს გეგმა არ განხორციელდა, არაფერი გამოვა.„პირველ რიგში, დავინახე, რომ ადამიანების ჯგუფმა სერიოზული შრომა გასწია. თითოეული დეტალი იყო ნაფიქრი, კითხვებზე ამომწურავი და რაც მთავარია, კვალიფიციური პასუხები მივიღე.დავინახე დიდი სურათი, საით მივდივართ, რომ მართლა გაჩნდა შანსი, მაუწყებელი ტექნიკური გადაიარაღების გეგმით, სრულიად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ",- განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. 
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - 2020 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად აღჭურვილი, გამართული ორგანიზაცია იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 14:58:00
2020 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად აღჭურვილი, გამართული ორგანიზაცია იქნება, - ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. გრიგოლ გოგელია მოხარულია, რომ არხის ტექნიკური გადაიარაღების გეგმას სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, ვინც ეს გეგმა შეიმუშავა. ჩვენი სტრატეგიული მიზანიც ის იყო, რომ შევქმნათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისეთი საწარმოო საშუალებები და სამუშაო პირობები, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე პროდუქტს და მომსახურების წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს. გეგმა მოწონებულია ერთსულოვნად. ეს გვაძლევს დიდი სურათის დანახვის საშუალებას, ეს შესყიდვები იქნება მიზანმიმართულად, ეტაპობრივად დროში გაწერილი, ერთმანეთთან თანმხვედრი სისტემების დანერგვა უნარს შესძენს მაუწყებელს, გახდეს მულტიმედიური, თანამედროვე ტიპის ორგანიზაცია.​ მიხარია, რომ ბორდში იყო ერთსულოვნება",- განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. 
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში ისტორიული დღეა, იწყება ტექნიკურად და შინაარსობრივად ახალი მაუწყებლის მშენებლობა
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 14:50:00
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში ისტორიული დღეა, ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის ტექნიკურ-მატერიალური გადაიარაღების გეგმის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, დღეიდან იწყება ტექნიკურად და შინაარსობრივად ახალი  საზოგადოებრივი მაუწყებლის მშენებლობა.„ცხადია, ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის მშენებლობა იწყება ყველა იმ ტრადიციის შენარჩუნებით, რომელიც არსებობდა, მაგრამ ეს მთლიანად მორგებული იქნება კონკრეტულ დროსა და ეპოქაში არსებულ მოთხოვნებზე. სასიხარულოა, რომ სამეურვეო საბჭომ გეგმას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამაში ძალიან ბევრი და დაძაბული შრომაა ჩადებული. აქამდეც იყო მუშაობა დაწყებული და ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა ნამდვილად დიდი შრომა გასწია. ვფიქრობ, ყველა ერთად, ჩვენ, ჟურნალისტები მალე ვიხილავთ ახალ ტელევიზიას. ამას დაერთვება ახალი შენობა, ახალი იდეები. მაუწყებელში არსებული ყველა პრობლემა მალე ჩაბარდება წარსულს“, - აღნიშნა მაღლაფერიძემ.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა ერთხმად დაამტკიცა.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა ერთხმად დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 14:00:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა ერთხმად დაამტკიცა.როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტექნიკური გადაიარაღების საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და 2017-2020 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. „მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. ჩემს არჩევამდე საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული ტექნიკურ საკითხებზე. პირველივე დღიდან ვმუშაობდით და ვერკვეოდით ამ საკითხში. შეიქმნა გადაიარაღების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს გაუძღვება. მაუწყებელი საკუთარი ძალებით გაუძღვება ამ პროცესს. გეგმას აქვს კონკრეტული ეტაპები, რაც გამოიხატება კონკრეტულ ტენდერებში. პირველ წელს დაახლოებით 5 ან 6 ტენდერი ჩატარდება. ეს არის გეგმა, რომელიც 2017 წელს გულისხმობს. ტექნიკურმა სამსახურმა ამაზე იმუშავა ძალიან ღრმად“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, ტექნიკური გადაიარაღებისთვის 2017 წელს დაახლოებით 15-18 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა წარმოადგინა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორმა, თეონა მაზმიშვილმა. როგორც მაზმიშვილმა განმარტა, ტექნიკური გადაიარაღების მიზანია, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიები. მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს კამერების პარკის განახლება, რადგან კამერების დიდი ნაწილი დაზიანებულია. „კამერებს აკლიათ კომპლექტაციის ნივთები, დიდი ნაწილი მოძველებულია, ფოკუსისა და ფერის გასწორება შეუძლებელია. დაახლოებით 13-14 კამერაა, რომელიც შეიძლება დავტოვოთ. ასევე ყველაზე მსხვილი პრობლემაა არხზე განათება,
წაკითხვა
სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმაზე მსჯელობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 13:46:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო  მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმას განიხილავს.  როგორც საზოგადოებრივი  მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა,  ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტექნიკური გადაიარაღების საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და 2017-2020 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. „მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. ჩემს არჩევამდე საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული ტექნიკურ საკითხებზე. პირველივე დღიდან ვმუშაობდით და ვერკვეოდით ამ საკითხში. შეიქმნა გადაიარაღების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს გაუძღვება. მაუწყებელი საკუთარი ძალებით გაუძღვება ამ პროცესს. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც წარმოგიდგენთ მთლიან გეგმას. გეგმას აქვს კონკრეტული ეტაპები, რაც გამოიხატება კონკრეტულ ტენდერებში. პირველ წელს დაახლოებით 5 ან 6 ტენდერი ჩატარდება. ეს არის გეგმა, რომელიც 2017 წელს გულისხმობს. ტექნიკურმა სამსახურმა ამაზე იმუშავა ძალიან ღრმად“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, ტექნიკური გადაიარაღებისთვის 2017 წელს დაახლოებით 15-18 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა დეტალურად წარმოადგინა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორმა, თეონა მაზმიშვილმა. როგორც თეონა მაზმიშვილმა განმარტა, ტექნიკური გადაიარაღების მიზანია, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიები. მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს კამერების პარკის განახლება, რადგან კამერების დიდი ნაწილი დაზიანებულია. "კამერებს აკლიათ კომპლექტაციის ნივთები, დიდი ნაწილი მოძველებულია, ფოკუსისა და ფერის გასწორება შეუძლებელია. დაახლოებით 13-14 კამერაა, რომელიც შეიძლება დავტოვოთ. ასევე ყველაზე მსხვილი პრობლემაა არხზე განათება, განათების პულტი გამოშვებულია 1975 წელს, შესაბამისად, ადამიანები განათებას ხელით მართავენ. განათების თითოეული მოწყობილობა 30-40 წლის წინ არის შეძენილი, მათი ნათურებიც აღარ გამოდის, რომ შევცვალოთ. ასევე, პრობლემაა საკიდები, რომლებიც დიდი ხნის წინ არის დამონტაჟებული, ვეღარ უძლებს სიმძიმეს და თანამედროვე
წაკითხვა
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება - დადებითი რეკომენდაციები და მესამე სექტორის პრეტენზიები
განახლებულია: 2017-06-27 20:17:00
პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა იწყება. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა საზოგადოებრივის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა, ცვლილებები გადაცემების, ფილმების და სერიალების შესყიდვებს, რეკლამის განთავსებას და სპონსორობასაც ეხება. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის გარშემო აზრი ორადაა გაყოფილი. ევროპის მაუწყებელთა კავშირის და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დადებითი შეფასებების მიუხედავად, მესამე სექტორი პროექტში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.  
წაკითხვა