საზოგადოებრივი
104.5 FM
რამდენად რეალურია პენსიების ზრდა და რა ოდენობით - ტარიელ ზივზივაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 18:29:00
რამდენად რეალურია საარჩევნო სუბიექტების დაპირებები პენსიების ზრდასთან დაკავშირებით და რა ოდენობითაა შესაძლებელი პენსიის მატება არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით - მოამბის“ კითხვებს ეკონომისტმა ტარიელ ზივზივაძემ უპასუხა.
წაკითხვა
რამდენი და რა შემადგენლობის ბლოკი იქმნება საარჩევნოდ - ცესკო-ში განაცხადების შეტანის ვადა იწურება
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 18:18:00
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკებად რეგისტრაციაზე განაცხადების შეტანის ვადა იწურება. პარტიებისგან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბლოკის შექმნაზე ცესკო-ში განაცხადი შეტანილი აქვთ „ბურჯანაძე - გაერთიანებულ დემოკრატებს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას“, „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“, „თოფაძე - მრეწველებს“, „ჩვენს სამშობლოს“. ლიდერები გაერთიანების მოტივად საერთო მისწრაფებებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ არსებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, მათ, ბლოკის ფორმით არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. ბლოკებად რეგისტრირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია დღის ბოლოს გაავრცელებს.
წაკითხვა
რამდენად პრიორიტეტულია ეკოპოლიტიკა საარჩევნო სუბიექტებისთვის - „ოცნების“, ენმ-ისა და „მრეწველების“ ხედვა
გამოქვეყნებულია: 2016-08-25 20:34:00
რამდენად აქტუალურია ეკოლოგიური პრობლემები საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსებისთვის, - „მოამბემ“ ამ კითხვით ამჯერად სამ პოლიტიკურ პარტიას მიმართა. დღეს „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მრეწველების“ ხედვას გაგაცნობთ. საარჩევნო სუბიექტები ქვეყანაში გარემოს დაცვის, გამწვანებისა და ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ პრობლემებზე თანხმდებიან. პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებს პარტიები ამომრჩევლებს საკუთარ საარჩევნო პროგრამებში შესთავაზებენ.
წაკითხვა
უსკო-მ სააკაშვილის წინასაარჩევნო ვიდეომიმართვები კანონდარღვევად არ ცნო
განახლებულია: 2016-08-25 18:25:00
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ვიდეომიმართვები კანონდარღვევად არ ცნო. უსკო-მ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი და ძალაში დატოვა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. საია მოითხოვდა, რომ 31 ივლისს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა შეფასებულიყო, როგორც საარჩევნო აგიტაცია.
წაკითხვა
საარჩევნო ნუმერაცია და „რესპუბლიკელების“ პროტესტი - თამარ ხიდაშელმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-24 21:34:00
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ ხიდაშელმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
საარჩევნო ნუმერაცია - ცესკო-ს გადაწყვეტილების შემდეგ, თამარ ხიდაშელი სარჩელს ამზადებს
განახლებულია: 2016-08-24 20:27:00
თამარ ხიდაშელის მოთხოვნა ცესკო-მ არ დააკმაყოფილა. „რესპუბლიკური პარტია“ სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს. მიზეზი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაა, რომლითაც „პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ და „ახალი მემარჯვენეები“ საპარლამენტო არჩევნებში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს მინიჭებული საარჩევნო ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას. ამ დადგენილების შემდეგ, თამარ ხიდაშელი ცესკო-ს თანაბრობის უფლების და კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და პარტიებს შორის ნომრების წილისყრით გადანაწილებას ითხოვს. სალომე ქოქიაშვილი მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციაში.
წაკითხვა
ცესკო-მ „მემარჯვენეებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2016-08-24 18:11:00
ცესკო-ში, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, სხდომა ამ წუთებში დასრულდა. განხილვის მთავარი საკითხი პარტიების საარჩევნო ნუმერაციას ეხებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ორივე პარტიას მოთხოვნა დაუკმაყოფილა. „ახალი მემარჯვენეები“ ადგილობრივი არჩევნებისთვის იმავე ნომრის დატოვებას ითხოვდნენ, რომლითაც თვითმმართველობის გასულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. „პარტიოტთა ალიანსი“ კი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნომრის გამოყენების უფლება უკვე აქვს მინიჭებული, იმავე ნომრით საპარლამენტო არჩევნებში ითხოვდა მონაწილეობას. პარტიების მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ „რესპუბლიკელები“, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაირღვეოდა კანონი და თანაბრობის საკითხი, ვინაიდან სხვა პარტიების ნუმერაცია სექტემბერში დაგეგმილ კენჭისყრაზე გაირკვევა. 
წაკითხვა
„ოცნება“ - 35.9 %, ენმ - 34.2 %, - „რუსთავი 2“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს
განახლებულია: 2016-08-23 20:52:00
ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვა კომპანია „ჯეი-ეფ-კეიმ“ ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევა 2 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. კვლევის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში პირველ ადგილზე „ქართული ოცნებაა“ 35.9 პროცენტით, მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 34.2 %-ით, მესამეზე კი „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე“ 9.8 %-ით; „ლეიბორისტული პარტია“ 5.4 %, „თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია“ 4.5 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი“ 2.4 %, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ 2.2 %, „რესპუბლიკური პარტია“ 0.7 %, „პოლიტიკურ ცენტრ გირჩს“ და „ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძეს“ 0.5 %. კვლევის ჩატარების პერიოდში „გირჩი“, ვაშაძე და ბურჭულაძე ცალ-ცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო „რესპუბლიკელები“ ჯერ კიდევ მთავრობაში. კვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა.
წაკითხვა
ISFED-ის მიერ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დარღვევები - მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-23 18:28:00
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული მეორე შუალედური ანგარიშისა და მათ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ „მოამბის“ კითხვებს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ უპასუხა.
წაკითხვა
რა დარღვევები დააფიქსირა ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდში
გამოქვეყნებულია: 2016-08-23 18:23:00
ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობები, არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში და ზეწოლა-მუქარის ფაქტები, - ეს ის დარღვევებია, რომლებიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პროცესში დააფიქსირა. რიგით მეორე შუალედური ანგარიშის დეტალები ნათია ქენქაძის რეპორტაჟში.
წაკითხვა
წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები - რა ფაქტები მოხვდა ISFED-ის ანგარიშში
განახლებულია: 2016-08-23 12:21:00
ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობები, არაუფლებამოსილი პირების აგიტაციაში მონაწილეობისა და ზეწოლა- მუქარის ფაქტები, - ეს ის დარღვევებია, რომლებიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პროცესში დააფიქსირა. ორგანიზაციამ მონიტორინგის რიგით მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. დაკვირვება 18 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა. „სამართლიანი არჩევნები“, დარღვევებთან ერთად, რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც ორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკურ სუბიექტებსა და თვითმმართველობებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია დაფიქსირებულ დარღვევებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზეც დააყენებს. „სამართლიანი არჩევნები“ მორიგ ანგარიშს სექტემბერში წარადგენს. ნათია ქენქაძე მუშაობს თემაზე.
წაკითხვა
სსმ-ის გადაცემები კვალიფიციურ სუბიექტებს თანაბარ დროს უთმობს
განახლებულია: 2016-08-22 20:45:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს თანაბარ დროს უთმობს. 11-ვე პარტიას საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში შეეძლება. დღეს კენჭისყრით განაწილდა, თუ რა თანამიმდევრობით მიიღებენ პარტიები გადაცემებში მონაწილეობას. პროცესს არასამთავრობო სექტორისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დაესწრნენ. საკუთარ პროგრამებსა და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე საარჩევნო სუბიექტებს გადაცემები „მთავარი“, „ინტერვView“, „რეალური სივრცე“, „ეკონომეტრი“ და „მოამბის“ საარჩევნო ბლოკი დაეთმობათ.
წაკითხვა
როგორია პარტიების უსაფრთხოების პოლიტიკა
განახლებულია: 2016-08-22 20:16:00
კითხვა, რომელიც სუს-ის მიერ გამოქვეყნებული დანაშაულებრივი სქემის ფონზე, კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს: როგორია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ეხება. „მოამბემ“ დღეს ხუთი პარტია შეარჩია. ხუთივე პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საფრთხეები რეალურად არსებობს. აქცენტი ტერორიზმის, ოკუპაციისა და რუსული პროპაგანდის საშიშროებაზე კეთდება. დღეს გამოკითხული პარტიები ჩამოთვლილი საფრთხეების განეიტრალებას სხვადასხვა გეგმით აპირებენ. თუმცა, საკუთარ საარჩევნო პროგრამაში კონკრეტული ხედვა პოლიტიკური ძალების ჯერ მხოლოდ ერთ ნაწილს აქვს ასახული.
წაკითხვა
პარტია "ცენტრისტები" ცესკო-მ რეგისტრაციიდან მოხსნა - რა განცხადება გააკეთა თამარ ჟვანიამ
განახლებულია: 2016-08-16 16:08:00
პარტია "ცენტრისტები" ცესკო-მ რეგისტრაციიდან მოხსნა. თამარ ჟვანიამ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. მისივე განმარტებით, ცესკო-სთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ "ცენტრისტებს" არ ჰყავთ უფლებამოსილი პირი, პარტიის თავმჯდომარის სახით. თამარ ჟვანიას თქმით, მომხდარი არ არის ცესკო-ს პასუხისმგებლობა. ჟვანია გარკვეულ პასუხისმგებლობას საჯარო რეესტრს, აკისრებს, რადგან ეს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს.
წაკითხვა
ცესკოს გადაწყვეტილება - ბედუკაძის შეფასება
გამოქვეყნებულია: 2016-08-16 12:18:00
ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად და დიქტატურის დამყარებად შეაფასა ვლადიმერ ბედუკაძემ. მისი თქმით, "ცენტრისტები" ბრძოლას გააგრძელებენ.
წაკითხვა
„ოცნება" „ცენტრისტების" გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვს
განახლებულია: 2016-08-15 12:14:00
„ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება ,,ცენტრისტების” გაუქმების მოთხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს. ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, ,,ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამა პროვოკაციულია და ის სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება. მისივე განმარტებით, საარჩევნო კლიპში გაჟღერებული მოწოდებები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რის გამოც პოლიტიკურ სუბიექტს რეგისტრაცია სრულად უნდა გაუუქმდეს.
წაკითხვა
„რეფორმატორების“ აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:21:00
„რეფორმატორების“ გამაფრთხილებელი, სიმბოლური აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან: პარტიის მხარდამჭერებმა, „ცენტრისტების“ საარჩევნო ვიდეორგოლთან დაკავშირებით, პროტესტი ასე გამოხატეს. „რეფორმატორების“ ლიდერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს მადლობაც გადაუხადა ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აქციის მონაწილეები პარტია „ცენტრისტების“ არჩევნებიდან მოხსნასაც ითხოვენ.
წაკითხვა
„ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლი, მოქმედი კანონმდებლობა და სსმ-ის გადაწყვეტილება - მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:19:00
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
პრემიერის განცხადება „ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:09:00
პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის თემას ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი. „მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს, და აღვნიშნო: დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებაში.
წაკითხვა
სასწრაფოდ
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 20:12:00
,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ამჯერად გურიაში წარადგენს. კანდიდატურებს პირადად პრემიერმინისტრი დაასახელებს, რომელიც ამ წუთებში მმართველი გუნდის ლიდერებთან ერთად ოზურგეთში. იმყოფება. 
წაკითხვა