საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 17:45:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენის რეჟიმში მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა. როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს. „თუ თქვენ მომხრე იქნებით, კანონპროექტის მიმართ მთელი რიგი შენიშვნები გვაქვს. ერთ-ერთი ისაა, რომ კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ ეს ორგანიზაცია საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების არეალიდან უნდა გავიდეს და ამას ჩვენ ვერ დავეთანხმებით. აუცილებლად უნდა დარჩეს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების არეალში, რადგან სხვა შემთხვევაში, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს. ასევე, რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომელთან მიმართებითაც ჩვენი შენიშვნები გვაქვს. ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით დავუჭერთ“, - დასძინა კოვზანაძემ.კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ-გვერდი) ახორციელებს, კანონპროექტით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. პროექტით, დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამას გარდა, კანონს დებულება ემატება, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია რადიომაუწყებლობის განვითარებისა და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების
წაკითხვა