საზოგადოებრივი
104.5 FM
7418

დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-21 00:04:00

მეცნიერებმა დააფიქსირეს ყველაზე ძლიერი, სწრაფი რადიოიმპულსები (FRB) მათ შორის, რაც კი ოდესმე მიუღიათ კოსმოსიდან — რადიაციის ძალიან ელვარე ტალღა, რომელიც ჩენი გალაქტიკის გარედანაა წამოსული. 

მკვლევართა თქმით, სიგნალმა, რომელმაც წამზე ნაკლებ ხანს გასტანა, მინიმუმ მილიარდი სინათლის წელი გამოიარა დედამიწამდე მოსაღწევად. თუმცა ის საკმაირის აღმოჩნდა კვლევის დასაწყებად, რომლის შემდეგებმაც მეცნიერებს ბევრი რამ უნდა უთხრას იმ სივრცის შესახებ, რომელიც გალაქტიკებს შორის არსებობს.

„FRB რადიოტალღების ძალიან მოკლე, მაგრამ ძლიერი პულსია, თითოეული მათგანი დაახლოებით მილიწამს გრძელდება. ზოგჯერ მათ შემთხვევით ვპოულობთ, თუმცა ორი ტალღიდან არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს“, — ამბობს ავსტრალიის კარტინის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი რაიან შენონი. 

FRB-ებისა და მათი წარმოშობისა შესახებ ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა ვიცით, ძირითადად იმიტომ, რომ სულ რამდენიმე მსგავსი ტალღა გვაქვს დაფიქსირებული.

მას შემდეგ, რაც 2001 წელს ისინი აღმოაჩინეს, ეს ახალი ტალღა, რომელსაც FRB 150807 უწოდეს, მეთვრამეტეა, რაც მეცნიერებმა დააფიქსირეს.

თუმცა, მიუხედავად ასეთი იშვიათი გამოჩენისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს უკიდურესად ძლიერი და მოკლე ფენომენი ყოველთვის ხდება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. 

„ჩვენი გათვლებით, ყოველდღიურად, ცაში 2,000-10,000 FRB ხდება“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ასტრონომი ვიკრამ რავი.  

ტალღების გამოვლენის ერთ-ერთი სირთულე მათი სისწრაფეა, რაც ტელესკოპებს ურთულებს ცის ფართო მონაკვეთზე დაკვირვებას და მათი წარმომავლობის ადგილის განსაზღვრას.

თუმცა RB 150807-ის სიძლიერემ არა მხოლოდ მისი წარმომავლობის ადგილის განსაზღვრა გააადვილა, მეცნიერებს ასევე ხელში ჩაუგდო ახალი ცნობები იმ გალაქტიკათშორისი მატერიის შესახებ, რომელშიც სიგნალი მილიარდობით წლის მანძილზე მოგზაურობდა.

„ეს განსაკუთრებული FRB პირველია ჩვენ მიერ დაფიქსირებულთა შორის, რომელიც გალაქტიკათშორისი სივრცის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს“, — ამბობს შენონი.

კოსმოსში მოგზაურობისას, FRB-ები მრავალ სხვადასხვა მატერიაში გაივლიან — მათ შორის გაზებში, იონიზებულ ნაწილაკებში და მაგნიტურ ველებში, რომელთაც შეიძლება რადიოტალღა გზაშივე გაანადგურონ. 

მაგრამ სიგნალი FRB 150807, რომელიც ავსტრალიაში მდებარე CSIRO-ს პარკსის ობსერვატორიამ დააფიქსირა, მცირედითაა დაზიანებული, რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კოსმოსური მტვერი და მაგნიტურ ველები ნაკლებ ტურბულენტურია, ვიდრე ირმის ნახტომის გაზი და სხვა მატერიები. 

სიგნალის სიკაშკაშის წყალობით, ჯგუფმა დაადგინა მისი წარმომავლობაც — ეს არის გალაქტიკათა პატარა ბღუჯა. 

ეს გალაქტიკა 3,2-6,5 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, თუმცა მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებულნი მაინც არ არიან, რომ ეს FRB ზუსტად ამ გალაქტიკიდანაა წამოსული.

ასევე შესაძლებელია, სიგნალი მოდიოდის რომელიმე მკრთალი გალაქტიკიდან, რომელიც მეცნიერებს ჯერ არ შეუნიშნავთ, თუმცა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ თუ ეს ასეა, ეს გალაქტიკა დედამიწიდან მინიმუმ 1,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე უნდა მდებარეობდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ ამ მძლავრი რადიოტალღების შესახებ, FRB 150807-ს ჩვეულებრივთან შედარებით სიძლიერემ ნათელი უნდა მოჰფინოს დიდი ხნის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, მოდის თუ არა მსგავსი სიგნალები ირმის ნახტომის გარედან. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სიგნალები შეიძლება აიხსნას თავად ჩვენს გალაქტიკაში მიმდინარე ფენომენებით.

იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ბევრი კითხვა, მაგალითად რა არის სინამდვილეში ეს სიგნალი და როგორ წარმოიქმნება, ეს ახალი მონაცემი როგორც მინიმუმ აქამდე არსებულთა შორის ყველაზე ნათელ სურათს მოგვცემს ამ უკიდურესად ძლიერი მიკრო-მოვლენის შესახებ.

მომზადებულია ScienceAlert-ისა და The Verge-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერ
წაკითხვა
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
მაისში, ასტრონომებმა
წაკითხვა
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
ასტრონომთა განცხადებით, დაფიქსირებულია უც
წაკითხვა
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
1977 წელს ადამიანთა სმენას პირველად მისწვ
წაკითხვა
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
მეცნიერები უკვე აღარ დავობენ, რომ სწრაფი
წაკითხვა
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
22 მათგანი უკვე ხელთ გვაქვს და ჯერ არაფერი ვიცით თუ რა არის, რას ნიშნავს ან საერთოდაც საიდან
წაკითხვა