საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
20022

„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-08 19:49:00

1977 წელს ადამიანთა სმენას პირველად მისწვდა არამიწიერ არსებათა ხმა — ან უბრალოდ ხალხს ასე ეგონა. სიგნალი Wow! ასტრონომმა ჯერი ეჰმანმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოტელესკოპ Big Ear-ით დააფიქსირა. 

რადიოსიგნალთა ეს დეტექტორი იმ დროისათვის მიმართული იყო მშვიდლოსნის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავთა ჯგუფ ჩი-მშვილდოსნისაკენ.  

ვარსკვლავთა მიდამოების სკანირებისას, ეჰმანმა რადიოტალღათა 72-წამიანი იმპულსი დააფიქსირა. ჩანაწერი მან წრით შემოხაზა და მიაწერა „Wow!“ მას შემდეგ, სიგნალს ეს სახელი შემორჩა. 

გასული 40 წლის მანძილზე, ამ სიგნალს ხშირად იმოწმებდნენ იმის მტკიცებულებად, რომ გალაქტიკაში ჩვენ მარტონი არ ვართ. მრავალ ექსპერტსა თუ ადამიანს სჯეროდა, რომ როგორც იქნა, ხელთ გვქონდა არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულება. 

თუმცა, ახლახან, აშშ-ის სანქტ-პეტერბურგის კოლეჯის ასტრონომმა, ანტონიო პერისმა სიგნალის ახსნა აღმოაჩინა: კომეტათა წყვილი. კვლევა Journal of the Washington Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. 

კომეტებს, რომელთა სახელებია 266P/კრისტენსენი და 335P/გიბსი, გარს აკრავთ მილიონობით კილომეტრის დიამეტრის მქონე წყალბადის გაზის ღრუბლები. 

სიგნალი Wow! 1420MHz სიხშირეზე დაფიქსირდა, ამ რადიოსიხშირეს კი წყალბადი ბუნებრივად გამოყოფს. 

როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, იმ დროისათვის ეს კომეტები ერთმანეთთან ახლოს იმყოფებოდა; მათი განცხადებით, 266P/კრისტენსენიდან მომდინარე რადიოსიგნალები ზუსტად ემთხვევა Wow! სიგნალს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა დიდი იმედგაცრუებაა უცხოპლანეტელების ენთუზიასტებისათვის, ის ერთგვარ ანდერძად დარჩება ჩვენთვის, რომ აკურატულად ავხსნათ კოსმოსიდან მიღებული ყოველი სიგნალი თუ ხმა. 

გარდა ამისა, ეს ფაქტი გვაძლევს იმედს, რომ საბოლოოდ გავშიფრავთ ბოლო პერიოდში სხვა ვარსკვლავებიდან მომდინარე ასობით „უცნაურ, უცხოპლანეტელთა სიგნალს“. 

ამ დროისათვის, კაცობრიობას მსგავსი სიგნალების დასაფიქსირებლად დიდი არსენალი აქვს, რომელთა უმეტესობასაც აქტიურად იყენებს არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძიების ინსტიტუტი (SETI). 

სიგნალების დაჭერისთვის ისინი ძირითადად რადიოტელესკოპებს იყენებენ, ამ დრომდე მათი ყველაზე ამბიციური პროექტი კი  „Project Phoenix“-ია — არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ყველაზე მგრძნობიარე და ყოველმხრივი ძიება მსოფლიოში.  

პროექტის ფარგლებში, SETI იყენებს მსოფლიოში უდიდეს სამ რადიოტელესკოპს: პარკსის რადიოტელესკოპი ავსტრალიაში (64 მ დიამეტრი), დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული რადიოასტრონომიული ობსერვატორია (40 მ დიამეტრი) და არესიბოს ობსერვატორია პუერტო-რიკოში (მსოფლიოში უდიდესი, 300 მ დიამეტრი). 

გარდა ამისა, Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლ ალენის დაფინანსებით, SETI-მ ააგო ალენის ტელესკოპი. 

მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერ ცივილიზაციათა შეტყობინებების გამოსავლენი ტექნოლოგიების განვითარების ტემპი შედარებით უძრავია, სწრაფად ვითარდება იდეები; შესაძლებლობებს შორისაა კომუნიკაცია ლაზერული ნაკადისა და კოსმოსურ თანამგზავრთა ქსელის შექმნის გზით.  




მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
მაისში, ასტრონომებმა
წაკითხვა
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
ასტრონომთა განცხადებით, დაფიქსირებულია უც
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცუ
წაკითხვა
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
ჯერ კიდევ მარტში, მეცნიერებმა რადიოსიგნალ
წაკითხვა
დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა
დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა
მეცნიერებმა დააფიქსირეს ყველაზე ძლიერი, ს
წაკითხვა
კოსმოსური Wow! სიგნალის წარმომავლობა მალე გაირკვევა - ეკუთვნის თუ არა ის უცხოპლანეტელებს?
კოსმოსური Wow! სიგნალის წარმომავლობა მალე გაირკვევა - ეკუთვნის თუ არა ის უცხოპლანეტელებს?
ამერიკელმა ასტრონომმა შესაძლოა საბოლოოდ ა
წაკითხვა