საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
586

პროფესიები მომავლისთვის - ამ სახელწოდების პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 11:34:00


პროფესიები მომავლისთვის -  ამ სახელწოდების პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმრო "ბილტმორში", სადაც 45 ახალი პროგრესული საგანმანათლებლო პროგრამა იქნა წარდგენილი. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროგრამები საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

“16:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი, შრომის ბაზრის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები", -განაცხადა "ათასწლეულის გამოწვევის" ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

კონფერენციაზე მოწვეული იყო 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა. პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმო.

16:00 საათიდან გაიხსნება პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა, სადაც 10 პროფესიული სასწავლებელი დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაციას გააცნობს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის 12 მილიონი დოლარის ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. 

ღონისძიების დასასრულს, 19:00 საათზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოება გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაცია.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს "ათასწლეულის გამოწვევის" ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა