საზოგადოებრივი
104.5 FM
5379

მეცნიერებმა დინოზავრების მკვლელი კრატერის კვლევა დაასრულეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-22 00:39:00

65 მილიონი წლის წინ, დედამიწას გიგანტური ასტეროიდი შეეჯახა, რასაც მასობრივი გადაშენებაც მოჰყვა. გარდა ამისა, შეჯახების შედეგად, ქერქის ქვემოდან დედამიწის შემადგენელი გარკვეული ქანები მაღლა ამოვიდა, რამაც მეცნიერებს კვლევა გაუადვილა და წარმოშვა ახალი ჰიპოთეზა ჩვენს პლანეტაზე ადრეული სიცოცხლის დაწყებასთან დაკავშირებით.

გასულ წელს, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, მექსიკის სანაპიროს სიახლოვეს, მკვლევრებმა გაბურღეს შეჯახების ადგილი — ჩიკსულუბის კრატერი. ეს ამ ადგილის პირველი კვლევაა. 

კრატერის ქანების სიღრმისა და შემადგენლობის ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა საკმარისი მტკიცებულებები იპოვეს იმისათვის, რათა ჩამოეყალიბებინათ ახალი ჰიპოთეზა კრატერის ცენტრში არსებული მწვერვალების წარმოქმნასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას დედამიწაზე ადრეული სიცოცხლის დაწყების შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით.

არსებითად, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზედაპირზე ამოიტყორცნა დედამიწის ქერქის მიღმა არსებული ქანები.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, რომელშიც შედიან ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და მსოფლიოს სხვადასხვა დაწესებულებების მეცნიერები, ზოგიერთი კლდოვანი ფენა შესაძლოა რამდენიმე წამში 30 კილომეტრის მანძილზე გატყორცნილიყო.

ოკეანის ფსკერიდან 506-1335 მეტრის სიღრმეზე ნიმუშების ასაღებად, მეცნიერებმა ნავთობის საბურღის მსგავსი პლატფორმა გამოიყენეს. შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი საბაზისო ქანი, რომელიც როგორც წესი, ზედაპირთან ასე ახლოს არ უნდა ყოფილიყო.

ამის შემდეგ, დედამიწის ზედაპირიდან 25 კმ სიღრმიდან რამდენიმე წუთში ამოტყორცნილი ქანების გათვალისწინებით, მათ სავარაუდო მოვლენების რეკონსტრუქცია მოახდინეს.

სულ რაღაც სამ წუთში, სივრცეში ამოიზიდა და შემდეგ ისევ ჩაიძირა ჰიმალაიზე მაღალი მთები, საბოლოოდ კი პერიმეტრზე რგოლისებრი სტრუქტურა გაჩნდა. კრატერის ცენტრიდან, ცისკენ კვლავ მიემართებოდა ქანების სხვა ნაკადი, ზუსტად ისე, როდესაც ჭიქიდან სითხე იღვრება მასში რაიმეს ჩაგდების შემთხვევაში. ამ ყველაფერმა წარმოქმნა საბაზისო ქანების მწვერვალი, რომელიც შემდეგ ჩაიღვარა ან ჩაინგრა სტრუქტურაში, რომელსაც მეცნიერები დარტყმით კრატერს უწოდებენ.

პრობლემა ისაა, რომ გეოლოგებმა დარწმუნებით არი იციან თუ რომელი პროცესებია პასუხისმგებელი ამ კრატერზე — გაციებული ქანები ჩაინგრა თუ ცხელი ქანები ამოიტყორცნა. 

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, უფრო დიდი ალბათობით, მოხდა გაციებული ქანების ჩანგრევა. სავარაუდოდ ასე მოხდა ჩიკსულუბის შემთხვევაშიც.

კრატერის წარმოქმნის ანიმაცია


გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კრატერის შემადგენელი ქანები უფრო ფოროვანია, ვიდრე მანამდე მიაჩნდათ. შესაბამისად, საკვებით მდიდარ წყალს მასში მოძრაობა უკეთ შეეძლებოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლიდან მიღებული საკვებისა და დედამიწის ქერქიდან მიღებული სითბოს წყალობით, მარტივ ორგანიზმებს შესაძლოა სიცოცხლე ამ ქანებში დაეწყოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე შესაძლოა მომხდარიყო არა მხოლოდ ჩიკსულუბთან, არამედ პლანეტის ადრეული ისტორიის მანძილზე ასტეროიდთა შეჯახების სხვა ადგილებშიც.

ეს ერთ-ერთი ახსნაა იმისა, რაშიც მეცნიერები ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან — როგორ შეიძლებოდა სიცოცხლე დაწყებულიყო და გაფურჩქნილიყო ღრმა ქანებში. 

ჩიკსულუბის კრატერის კვლევამ მეცნიერებს კიდევ ერთი სარგებელი მოუტანა: მისცა სხვა პლანეტათა ქერქის შემადგენლობის კვლევის მოდელი.

თუკი დარტყმით კრატერებში საბაზისო ქანები მაღლაა ამოსული, როგორც ამას ახალი კვლევა მიუთითებს, მაშინ შეგვიძლია სხვა პლანეტების შემადგენლობა მათ ზედაპირზე არსებული მსგავსი კრატერების საშუალებით განვსაზღვროთ და საჭირო აღარ გახდეს ქერქის დამატებითი ბურღვა. 

ამჟამად, მკვლევრები აღებული ნიმუშების დამატებით ანალიზებს გეგმავენ, რათა განსაზღვრონ როგორ გადაადილდა ისინი სინამდვილეში ისე, რომ არ დადნა. ასევე, სიცოცხლის რა ფორმების განვითარება შეიძლებოდა მათში.

„ვიმედოვნებთ, რომ ბირთვის ნიმუშების სამომავლო ანალიზები ბევრ ცნობას მოგვაწვდის იმაზე, თუ როგორ შეუძლია სიცოცხლეს არსებობა მსგავს მიწისქვეშა გარემოში“, — ამბობს უფროსი მკვლევარი ჯოანა მორგანი.

„ძნელია იმის დაჯერება, რომ იგივე ძალებმა, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, შესაძლოა პარალელურად დიდი როლი ითამაშა პლანეტის ადრეული სიცოცხლისათვის პირველი თავშესაფრების შექმნაში“. 

ჯგუფის ნაშრომი Science-ში გამოქვეყნდა

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 – 4,5 მ
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
დროა, სიცოცხლის საიუბილეო ტორტზე უფრო მეტი სანთლები დავამატოთ — დაზუსტებისათვის, დაახლოებით 1
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა