საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4054

NASA-ს ხომალდი „კასინი“ სატურნის რგოლებთან უპრეცედენტო მანევრების შესრულებას იწყებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-01 21:52:00

სატურნის ორბიტაზე მოძრავმ  NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა უპრეცედენტო მისია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მან პლანეტის რგოლებს შორის უნდა ისრიალოს. სამშაბათს, ზონდმა „კასინიმ“ გრავიტაციული წაშველება სატურნის უდიდესი მთვარის, ტიტანისგან მიიღო. შედეგად, კოსმოსურმა ხომალდმა გეზი სატურნის მთავარი, გარე რგოლებისკენ აიღო, სადაც მომდევნო ხუთ თვეს დაჰყოფს.

ამ ახალი თავგადასავლის პირველი ორბიტა ოთხშაბათს ღამით დაიწყო. კვირას, ამოქმედდება „კასინის“ ძრავი და ხომალდი პირველად გადაკვეთს პლანეტის ერთ-ერთ რგოლს. 

20 წლის წინ გაშვებული „კასინი“ ყოველ შვიდ დღეში ერთხელ რგოლების გარე კიდესთან ჩაეშვება. აპრილში ხომალდი მსგავს მანევრს 20-ჯერ შეასრულებს და დააკვირდება პლანეტის მრავალ მინი-მთვარეს და რგოლებისა და გაზის ნაწილაკების ნიმუშებსაც აიღებს.

ეს „კასინის“ ბოლო „ვაშა“ იქნება სუიციდის წინ. 2017 წლის სექტემბერში ხომალდი სამარადისოდ ჩაყვინთავს სატურნში.

სატურნს ხუთი ძირითადი და მრავალი მცირე რგოლი აქვს, რომლებიც ყინულისა და კლდეების ნამსხვრევებისგან შედგება. პირველი რგოლები 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. 

თავდაპირველად, „კასინი“ მეტეორების მიერ წარმოქმნილ სუსტ რგოლებს გადაკვეთს. მარტსა და აპრილში, ხომალდი სარისკო მანევრებს განახორციელებს უფრო მტკიცე  F რგოლთან.

F რგოლი სატურნის ყველაზე გარე, ძირითადი რგოლია, რომელიც მუდმივად იცვლება. მისი სიგანე 800 კილომეტრია.

„კასინი“ F რგოლს ყველაზე ახლოს, 7800 კმ მანძილზე მიუახლოვდება.

გარდა ამისა, სასიკვდილო ჩაყვინთვამდე ცოტა ხნით ადრე, ხომალდი სატურნის ღრუბლების თავზე 90 000 კმ სიმაღლეზე გადაიფრენს.  

„კასინი“ 1997 წელს ფლორიდიდან, კანავერალიდან გაუშვეს. 2004 წელს იგი სატურნის ორბიტაზე გავიდა. 2005 წელს მან მასზე მიმაგრებული ხოლამდი European Huygens-ი გაუშვა, რომლის მიზანიც სატურნის უდიდეს მთვარეზე — ტიტანზე დაჯდომა იყო. 2 მილიარდ მილზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ, „კასინის“ საწვავის მარაგი ეწურება, რომელიც მას 2017 წლის სექტემბრამდე ეყოფა, რის შემდეგაც იგი სამარადისოდ ჩაეშვება უშუალოდ სატურნში. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა