საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4568

TRAPPIST-1-ის სისტემაში სიცოცხლე თავისუფლად მოხვდებოდა ერთი პლანეტიდან მეორეზე

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-02 23:31:00

ცოტა ხნის წინ, NASA-მ ახალი ვარსკვლავური სისტემის აღმოჩენის შესახებ გვამცნო. სისტემაში შვიდი პლანეტაა, რომელთაგან სამზე შესაძლოა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობები იყოს. ამ ყველაფერმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარ სებასტიან კრიჯტს უბიძგა ეფიქრა: თუკი ერთ-ერთ ამ პლანეტაზე სიცოცხლე იქნებოდა, შეეძლო თუ არა კოსმოსურ ნარჩენებს ის სხვა პლანეტაზეც გადაეტანა? 

Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაში კრიჯტი და მისი კოლეგები ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ასკვნიან, რომ ახლახან აღმოჩენილ TRAPPIST-1-ის სისტემაში თავისუფლად შეუძლია მოგზაურობა სიცოცხლის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ბაქტერია ან ერთუჯრედიანი ორგანიზმები. შეგახსენებთ, რომ TRAPPIST-1-ის უჩვეულო ვარსკვლავური სისტემა ამაღელვებელი ახალი ადგილია მზის სისტემაში, სადაც შეგვიძლია არამიწიერი სიცოცხლე ვეძებოთ. 

„როგორც ჩანს, TRAPPIST-1-ის სისტემაში, მოსაზღვრე პლანეტებს შორის ხშირად უნდა ხდებოდეს ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა. თუკი რომელიმე ეს ნივთიერება სიცოცხლეს შეიცავს, სრულებით შესაძლებელია, რომ ის ერთი პლანეტიდან მეორეზე მოხვდეს“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი კრიჯტი. 

იმისათვის, რომ მსგავსი სცენარი განვითარდეს, ერთ-ერთ პლანეტას უნდა დაეცეს ასტეროიდი ან კომეტა და შედეგად, კოსმოსში საკმარისი ნარჩენები განიფანტოს იმისათვის, რათა სიცოცხლის ფორმების გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში მოგზაურობას გაუძლოს. მატერია იმდენად სწრაფად უნდა ამოიტყორცნოს, რომ პლანეტის გრავიტაცია დაძლიოს, მაგრამ არც იმდენად სწრაფად, რომ სიცოცხლის ფორმა განადგურდეს; მგზავრობის მანძილი კი შედარებით მცირე უნდა იყოს, რათა სიცოცლის ფორმა გადარჩეს. 

TRAPPIST-1-ისათვის მკვლევრებმა რამდენიმე სიმულაცია წარმართეს და დაასკვნეს, რომ ამ პროცესს 10 წელზე ნაკლები უნდა დასჭირდეს. შედეგების მიხედვით, პლანეტებს შორის გადაადგილებული მასა საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ გაუძლოს მოგზაურობისას შემხვედრ ზედმეტ რადიაციას, მეორე პლანეტის ატმოსფეროში შესვლისას კი სიცხე მხოლოდ ის უნდა იყოს, რასაც მეორე კოსმოსური სიჩქარე გამოწივევდა. 

„იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთთან მჭიდროდ ჩაწყობილ პლანეტურ სისტემებს ბოლო დროს ძალიან ხშირად ვპოულობთ, ეს კვლევა აზრს შეგვაცვლევინებს სასიცოცხლო ზონის პლანეტების აღმოჩენისა და მათ შორის სისოცხლის ტრანსფერის შესახებ, არა მხოლოდ TRAPPIST-1-ის სისტემაში, არამედ ყველგან. პლანეტათა სისტემას უნდა შევხედოთ როგორც ერთ მთლიანობას, მათი ურთიერთქმედების მიხედვით და არა როგორც ცალკეულ, ინდივიდუალურ პლანეტებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ფრედ სისელა. 


აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა რაოდენობა საოცრად იზრდება 

პირველი ეგზოპლანეტა 1992 წელს აღმოაჩინეს; იგი მზისგან განსხვავებული ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. დღეისათვის, აღმოჩენილია ეგზოპლანეტის 3 600-ზე მეტი კანდიდატი, კიდევ 3000 კი დადასტურებას ელის. გარდა ამისა, აღმოჩენილია 600-ზე მეტი მრავლობითი ეგზოპლანეტური სისტემა. 

„ეგზოპლანეტოლოგიის შედარებით ახალი დარგი შეიძლება ითქვას, აფეთქების პროცესშია და უფრო სერიოზულად მიიჩნევა, ვიდრე ოდესმე.თუკი მზის სისტემას მოდელად ავიღებთ, ვერასოდეს წარმოვიდგენდით ახლანდელ აღმოჩენებს, მაგალითად, ბოლო დროს ნაპოვნ პლანეტას, რომელიც ორი მზის გარშემო ბრუნავს“, — ამბობს სიესლა. 

„ამჟამინდელი მთავარი ამოცანაა არა იმდენად ახალი ეგზოპლანეტების აღმოჩენა, არამედ მათი დახასიათება, განსაზღვრა თუ როგორ ჩამოყალიბდნენ და როგორ ურთიერთქმედებენ“, — განმარტავს კრიჯტი. 

ეგზოპლანატური სისტემები მეცნიერთათვის ერთგვარი ლაბორატორიებია, რომლებიც მათ მზის სისტემის უკეთ შესწავლაში ეხმარება, ამბობს სიესლა. იქვე შენიშნავს, რომ ყოველწლიურად დედამიწას 40 000 ტონა კოსმოსური ნივთიერებები ეცემა. „დედამიწისეული ნივთიერებები ჩვენი პლანეტის გარშემოც უნდა ტივტივებდეს; დიდი ალბათობით, ზოგიერთი მათგანი თან ატარებს სიცოცხცლის ფორმებსაც. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიცოცხლის ზოგიერთო ფორმა ძალიან ძლიერია და კოსმოსურ მოგზაურობასაც უძლებს“. 





მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა