საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/169892.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5470

შეიძლება თუ არა იყოს სიცოცხლე TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემაში - ახალი კვლევა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-15 21:19:00

მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა განსაზღვრა ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც სიცოცხლის განვითარებას შეხვდებოდა ახლახან აღმოჩენილ ერთ-ერ ყველაზე ცნობილ ეგზოპლანეტათა სისტემა TRAPPIST-1-ში.  

ორივე ჯგუფს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევრები ხელმძღვანელობენ. მათი განცხადებით, TRAPPIST-1-ის სისტემის ვარსკვლავის ქცევები ნაკლებ სავარაუდოს ხდის საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა იქ სიცოცხლე იყოს. 

ვარსკვლავი TRAPPIST-1 წითელი ჯუჯაა, გაცილებით უფრო მკრთალი და ნაკლებად მასიური, ვიდრე ჩვენი მზე. ისი სწრაფად ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო და ასხივებს ულტრაიისფერი რადიაციის ენერგიულ ანთებებს. 

პირველმა ჯგუფმა — ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ორმა მკვკლევარმა, მხედველობაში მიიღო ის მრავალი ფაქტორი, რომელთაც წითელი ჯუჯას გარშემო მოძრავ პლანეტათა ზედაპირის გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლია. RAPPIST-1-ის სისტემის შემთხვევაში, ისინი იკვლევდნენ თუ რამდენად ჰოქნდა ტემპერატურას გავლენა ეკოლოგიასა და ევოლუციაზე; გარდა ამისა, ჭამდა თუ არა შვიდი პლანეტის ატმოსფეროს ცენტრალური ვარსკვლავიდან მომდინარე ულტრაისფერი რადიაცია. ყველა ეს პლანეტა თავის ვარსკვლავთან იმაზე გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მზე დედამიწასთან, სამი მათგანი კი სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული. 

„სასიცოცხლო ზონის კონცეფცია ეფუძნება პლანეტებს, რომლებიც ისეთ ორბიტაზე მდებარეობენ, სადაც თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია, იმის განსასაზღვრად, არის თუ არა პლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი“, — ამბობს კვლევის ავტორი მანსავი ლინგამი. 

ლინგამმა და მისმა თანაავტორმა, ჰარვარდის პროფესორმა ავი ლოებმა აღმოაჩინეს, რომ TRAPPIST-1-ის სისტემა ულტრაიისფერი რადიაციით გაცილებით უფრო დიდი ინტენსივობით უნდა სხივდებოდეს, ვიდრე დედამიწა. 

„როგორც ჩვენი შედეგები გვთავაზობს, ვარსკვლავის რადიაციული იერიშის გამო, TRAPPIST-1-ის სისტემის პლანეტათა ატმოსფერო დიდწილად განადგურებული უნდა იყოს, ატმოსფერო კი მთავარი ფაქტორია სიცოცხლის ჩასახვისათვის“, — ამბობს ლოები. 

ლინგამის და ლოების ვარაუდით, TRAPPIST-1-ის სასიცოცხლო ზონის სამივე პლანეტაზე კომპლექსური სიცოცხლის შანსი 1%-ზე ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც დედამიწაზეა.  

განცალკევებულ კვლევაში, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი TRAPPIST-1 მის ირგვლივ მდებარე პლანეტებზე სიცოცხლისათვის კიდევ ერთ საფრთხეს ფლობს. მზის მსგავსად, TRAPPIST-1-ის სისტემის წითელი ჯუჯა, ნაწილაკთა ნაკადებს სივრცეში გზავნის. ამავე დროს, ეს ვარსკვლავი თავის პლანეტებზე ვარსკვლავური ქარის სახით 1000-100 000-ჯერ მეტად ზემოქმედებს, ვიდრე დედამიწაზე მზის ქარები. 

მკვლევართა მტკიცებით, ვარსკვლავის მაგნიტური ველი შეუერთდება მის ორბიტაზე მყოფ ნებისმიერი პლანეტის მაგნიტურ ველს, რაც ვარსკვლავის ქარის ნაწილაკებს პირდაპირ პლანეტის ატმოსფერიში შეჭრის შესაძლებლობას მისცემს. თუკი ნაწილაკთა ეს ნაკადი ძლიერია, მას შეუძლია პლანეტის ატმოსფერის გაძარცვა და მთლიანად აორთქლება. 

„დედამიწის მაგნიტური ველი დამცავი ფარივით მოქმედებს ვარსკვლავური ქარების მავნე ეფექტების წინააღმდეგ. თუკი დედამიწა მზესთან უფრო ახლოს იქნებოდა და განიცდიდა ნაწილაკთა ისეთ იერიშს, როგორსაც TRAPPIST-1-ის ვარსკვლავი გზავნის, ჩვენი პლანეტური ფარი ძალიან მალე განიცდიდა კრახს“, — ამბობს მკვლევარი სესილია გარაფო. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორივე კვლევის მიხედვით სიცოცხლის ალბათობა გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ TRAPPIST-1-ის სისტემა ან სხვა წითელი ჯუჯების სისტემები სიცოცხლისათვის უვარგისია. 

„ჩვენ გადაჭრით არ ვამტკიცებთ, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავების მიდამოებში სოცოცხლის ძიება უნდა შევწყვოტოთ, მაგრამ ჩვენი და ჩვენი კოლეგების კვლევები აჩვენებს, რომ მიზანში უნდა ამოვიღოთ რაც შეიძლება ბევრი მზის მსგავსი ვარსკვლავი“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჯერემი დრეიკი. 

ლინგამისა და ლოების კვლევა ჟურნალ International Journal of Astrobiology-ში გამოქვეყნდა და ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტში. რაც შეეხება გარაფოს კვლევას, ის Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა და ინტერნეტში ისიც ხელმისაწვდომია

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
კარნეგის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა დასვა საკ
წაკითხვა
ჰაბლი TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის შესაძლო არსებობას მიუთითებს
ჰაბლი TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის შესაძლო არსებობას მიუთითებს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჰაბლის კოს
წაკითხვა