გიორგი ხატიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა ბოლომდე მივიდეს და ისეთი ტიპის ორგანიზაციად იქცეს, როგორიც ევროპაშია
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 16:49:00
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს ცვლილებების არსს უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე აცნობს.გიორგი ხატიძის თქმით, კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ცვლილებებზე არაერთი, ხანგრძლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია გვქონოდა, თუ როგორ ხდება აღნიშნული საკითხების რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ევროსაბჭოსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირს მივმართეთ. მათ ზუსტი ფორმულირებები წარვუდგინეთ, კანონპროექტში თუ რა ცვლილებების შეტანას ვაპირებდით. შედეგად მივიღეთ, რომ ის ცვლილებები, რომელსაც გთავაზობთ, აბსოლუტურად შესაბამისობაშია ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ პრაქტიკასთან. მიგვაჩნია, რომ ცვლილებებით მივიღებთ იმას, რომ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებასა და საკუთარი მაუწყებლობის გაუმჯობესებას შეძლებს, რაც თითოეული ჩვენთაგანის სურვილია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და სურვილი გვაქვს იმის, რომ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ისეთი სერვისი და პროდუქტი მივიღოთ, რომელიც თავად ჩვენ მოგვეწონება. ეს ცვლილებები ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმა ბოლომდე მივიდეს და მაუწყებელი ისეთი ტიპის ორგანიზაციად იქცეს, როგორიც ევროპაშია“, - განაცხადა ხატიძემ. პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ-გვერდი) ახორციელებს, კანონპროექტით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. პროექტით, დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამას გარდა, კანონს დებულება ემატება, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია რადიომაუწყებლობის განვითარებისა და საქართველოს რეგიონებში
წაკითხვა