საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5604

მარსის ფოტოებზე ზოგიერთებმა „გიგანტური კოვზი“ შენიშნეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-29 23:11:00

კოსმოსით დაინტერესებულმა ზოგიერთმა მახვილი თვალის პატრონმა ენთუზიასტმა, მარსის ქვიშიანი ზედაპირის ფოტოებზე „გიგანტური კოვზი“ შენიშნა. 

მარსული „ჭურჭელი“ პირველად YouTube-არხმა SecureTeam-მა შენიშნა NASA-ს მარსმავალ Curiosity-ს მიერ 2016 წლის მარტში გადაღებულ ფოტოზე.

რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ არანაირი გონიერი ცივილიზაციის კვალი, ნივთი „მარსული სამზარეულოდან“ ან პლანეტის „საიდუმლო ისტორიიდან“. იგი უბრალო კლდეა, თუმცა ძალიან საინტერესო. 

აღსანიშნავია, რომ ეს მარსზე კოვზის ფორმის კლდის პოვნის პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წლის სექტემბერში, წითელი პლანეტის ფოტოებზე ზოგიერთმა „მოტივტივე კოვზი“ შენიშნა. მაშინ NASA-მ Twitter-ზე დაწერა: „არანაირი კოვზი იქ არ არის. ეს გახლავთ ფორმაცია, რომელიც ქარის შედეგადაა გამოკვეთილი“.

კლდის წაგრძელებული ფორმა ქარისა და მტვრის შტორმების შედეგადაა წარმოქნილი, რაც წითელ პლანეტაზე საკმაოდ ხშირია  და პასუხისმგებელია მარსის მრავალი გეოლოგიური ფორმაციის გამოქანდაკებაზე. მარსზე არსებულ განსხვავებულ ატმოსფერულ პირობებს შეუძლია წარმოქმნას იმდენად უცნაური კლდოვანი ფორმაციები და ქვიშის დიუნები, რასაც დედამიწაზე ვერ ვნახავთ.

მიუხედავად სამზარეულოს ჭურჭელთან უცნაური მსგავსებისა, ეს უბრალოდ გონებრივი ხრიკია, რომელსაც პარეიდოლიუმს (ილუზია) უწოდებენ. ეს გახლავთ ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანები ეძებენ ცნობად ნიმუშებსა და მნიშვნელობებს რაღაცაში, რაც არ არსებობს — დაახლოებით იმის მსგავსად, როდესაც ცაზე გაწოლილ ღრუბლებში რაიმეს ფორმებს ეძებენ. 

მარსის თავისებური გარემო პირობებისა და  პარეიდოლიუმის წყალობით, ადამიანები მარსის ზედაპირზე ხედავენ ყველაფერს, ვირთხებით დაწყებული, პირამიდებითა და ბუდათი დამთავრებული. 

მომზადებულია iflscience.com-ის მიხედვით




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა