საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/142711.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2771

რა გახდა მარსმავალ „სკიაპარელის“ მარცხის კონკრეტული მიზეზი?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-28 21:15:00

რა შეემთხვა გასულ თვეში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსმავალ „სკიაპარელის“? — მონაცემების შესწავლის შემდეგ, სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, 19 ოქტომბერს, „სკიაპარელი“ წარმატებით შევიდა მარსის ატმოსფეროში, გახსნა პარაშუტი, მოიცილა სიცხისგან დამცავი ფარი, რის შემდეგაც, წითელი პლანეტის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაჯდომის მიზნით, ძრავებიც აამოქმედა.

ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით მიდიოდა. მავალმა პარაშუტი მარსის ზედაპირიდან 12 კმ სიმაღლეზე გახსნა, როდესაც ის 1730 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, სიცხისგან დამცავი ფარი კი 7,8 კმ სიმაღლეზე მოიშორა.

მაგრამ ამის შემდეგ, ყველაფერი საბედისწეროდ წარიმართა. ინსტრუმენტმა, რომელიც მავალის მოძრაობას ზომავდა, როტაცია 1 წამით უფრო ხანგრძლივად აღნუსხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ეს გაუთვალისწინებელი ფაქტი კი საკამრისი აღოჩნდა, რათა მწყობრიდან გამოსულიყო სანავიგაციო სისტემა. მიღებული მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, მავალმა ჩათვალა, რომ ზედაპირთან უკვე ახლოს იმყოფებოდა, როდესაც სინამდვილეში, მიწის ზედაპირიდან ის 3,7 კმ-ით იყო დაშორებული. 

ამის შედეგი კი ის აღმოჩნდა, რომ მავალმა დაუყოვნებლივ მოიშორა პარაშუტი და უკანა ფარი, ჩართო ძრავები და დასაჯდომი ინსტრუმენტები, თითქოს უკვე ხმელეთზე ყოფილიყო დამჯდარი. შედეგად, ის თავისუფალი ვარდნის რეჟიმში გადავიდა და საბოლოოდ, წითელი პლანეტის ზედაპირს 300 კმ/სთ სიჩქარით დაასკდა, რასაც მისი წამიერი განადგურება მოჰყვა.

„ეს ჩვენი ტექნიკური გამოძიების ძალიან ადრეული დასკვნაა. სრულ სურათს 2017 წლის დასაწყისში, გარე, დამოუკიდებელი საბჭო დადებს“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ფრენებისა და რობოტული კვლევების დირექტორი დევიდ პარკერი. 

მიუხედავად მარცხისა,  ევროპის კოსმოსური სააგენტო მიღებული გამოცდილებით საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი, რადგან მიაჩნია, რომ ეს მას სასიცოცხლო მონაცემებს მისცემს სამომავლოდ, 2021 წელს ExoMars-ის შემდეგი მავალის დასმისთვის. 

სასიხარულო კი ისაა, რომ Trace Gas Orbiter-ი, რომელმაც „სკიაპარელი“ მარსისკენ წაიღო, წარმატებით გავიდა წითელი პლანეტის ორბიტაზე და პირველი სამეცნიერო დაკვირვებებიც განახორციელა; მისი სრული სამეცნიერო ოპერირების დაწყება 2018 წლის მარტიდანაა დაგეგმილი.

„სკიაპარელი“ მარსზე გაგზავნილი პირველი ხომალდი არ არის, რომელიც არასწორ გაზომვებს ემსხვერპლა. 1999 წელს, მეტრული და იმპერიული საზომი ერთეულების ერთმანეთში არევის შედეგად, მარსის ატმოსფეროშივე დაიშალა NASA-ს მიერ გაგზავნილი Mars Climate Orbiter-ი.



მომზადებულია exploration.esa.int-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა