საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/151655.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2450

მარსს შესაძლოა სატურნის მსგავსი რგოლები გაუჩნდეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-24 19:45:00

მზის სისტემაში რგოლებიანი პლანეტა სულ ოთხია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. თუმცა, მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი ასეთი პლანეტა ვიხილოთ. 

მოსალოდნელია, რომ მათ რიცხვს ერთ მშვენიერ დღეს მარსიც შეემტება, როდესაც მისი ბუნებრივი თანამგზავრი, ფობოსი თანდათანობით დაიშლება და მტვრისა და კენჭების ჰალოდ გადაიქცევა. როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, მარსის ორივე მთვარემ უკვე წარმოქმნა მტვრის კუდი, რომელიც მომავალში წითელი პლანეტის რგოლებად იქცევა.

ინდოეთის ფიზიკის კვლევითი ლაბორატორიის ჯგუფმა მოახდინა მტვრის იმ მოცულობის მოდელირება, რომელსაც მარსის ორ მთვარეს მეტეორიტები გააცლიან. 

ჯერ კიდევ საიდუმლოებით რჩება მოცული მარსის ორი ხორკლიანი, კარტოფილის ფორმის მთვარის — ფობოსისა და დეიმოსის წარმომავლობა, თუმცა მათი სიმჭიდროვისა და არეკვლის უნარიდან გამომდინარე, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ისინი ჩაჭერილი ასტროიდებია. 

მიუხედავად მათი წარმომავლობისა, მარსთან უფრო ახლოს მდებარე ფობოსი წარმოადგენს რამდენიმე ათასი მილიონი წლის ქვას, რომელსაც მარსის გრავიტაციული ძალა თანდათან დაშლის და კენჭების გროვად აქცევს. 

ამჟამად, ფობოსის ორბიტა ყოველ საუკუნეში 2 მეტრით მცირდება, რაც თანამგზავრს საბოლოო დასასრულამდე მიიყვანს.

თუკი ფობოსი საკმარისად მყარი დარჩება, 22 კმ სიგანის სხეული მარსის მტვრიან ზედაპირს შეასკდება, ნაცვლად გედის მომხიბვლელი, აპოკალიფსური სიმღერისა. თუ მან საკმარისი ზომა ვერ შეინარჩუნა, ფობოსის კლდოვანი ნამსხვრევები და მტვერი პლანეტის გარშემო გრძელ ორბიტაზე გადაიჭიმება და საბოლოოდ წარმოქმნის რგოლს. 

მიუხედავად იმისა, რომ მარსს ამჟამად ეს ლამაზი მახასიათებელი ჯერ არ გააჩნია, წითელი პლანეტის ორბიტაზე უკვე მოძრაობს მტვრის გარკვეული წილი.

2015 წელს, მარსის ატმოსფეროსა და აქროლადობის ევოლუციის შემსწავლელმა თანამგზავრმა (MAVEN) წითელი პლანეტის ზედაპირიდან 150-300 კმ სიმაღლეზე დააფიქსირა გაფანტული ღრუბლის ნაწილაკები; მას შემდეგ მკვლევართა ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რამდენად იყო ის მთვარეებისეული წარმოშობის.

მათ ერთმანეთს შეადარეს MAVEN-დან მიღებული მონაცემები და მოდელები, რომლებიც აფასებდა მარსსა და მის ორ მთვარეზე მეტეორიტთა დაცემის სიხშირეს.

იმ არგუმენტით, რომ უფრო მსუბუქ ნაწილაკებს მზის ქარები შორს სტყორცნის, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მარსის ორბიტაზე, ამ ნაწილაკების საკმაოდ მოზრდილი დიდმა ოდენობამ უნდა მოიყაროს თავი, ფობოსისა და დეიმოსის კუდების სახით.

შეგედად, ისინი ასკვნიან, რომ მარსის ზედაპირს ზემოთ თავმოყრილი ნაწილაკების 0,6% მისი მთვარეებიდან მომდინარეობს.

ნავარაუდევია, რომ დროთა განმავლობაში, უფრო დიდი ნაწილაკები ორბიტიდან განიდევნება. თუკი მეტეორიტთა დაცემით გამოწვეული ეროზიის შედეგად ფობოსი წონას დაკარგავს, იგი კვალდაკვალ თხელ რგოლს დატოვებს, შემდეგ კი თანდათანობით მთლიანად დაქუცმაცდება.

თუმცა, MAVEN-ის ჯგუფი ამ ყველაფერში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

New Scientist-ის ცნობით, MAVEN-ის მკვლევარი ლაილა ანდერსონი აცხადებს, რომ ორბიტაზე, ასევე ფობოსისა და დეიმოსის სიახლოვეს მტვრის ოდენობის ზრდა არ შეინიშნება.

„ჯერ კიდევ არ შეგვინიშნავს იმის კარგი სიმპტომი, რომ მთვარეების სიახლოვეს მნიშვნელოვანი ოდენობის ნივთიერებები იყრიდეს თავს; ვფიქრობ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს“.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა