საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
10898

სატურნის მთვარე ენცელადზე სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიის წყარო აღმოაჩინეს - NASA-ს დაპირებული განცხადება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-13 23:56:00

რამდენიმე დღის წინ დაპირებული NASA-ს სპეციალური პრესკონფერენცია დასრულდა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საზოგადოებას არამიწიერი სიცოცხლის ძიების შედეგად გაკეთებული რამდენიმე ახალი აღმოჩენის შესახებ ამცნო.  

პლანეტა სატურნის ყინულოვანი მთვარე ენცელადი სულ უფრო და უფრო ემსგავსება სიცოცხლისათვის ხელსაყრელ სამყაროს.  

იგივე ქიმიური რეაქციები, რომლებიც დედამიწის ოკეანეების ღრმა ჰიდროთერმულ ხვრელებში სიცოცხლის არსებობას განაპირობებს, შესაძლოა ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანის ქვეშაც მიმდინარეობდეს. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. 

ამ რეაქციათა წარმართვა დამოკიდებულია მოლეკულურ წყალბადზე (H2), რომელიც, ახალი კვლევის მიხედვით, ენცელადის ზღვაში გამუდმებით წარმოიქმნება წყალსა და ქანებს შორის მიმდინარე რეაქციების შედეგად. 

„H2-ის სიუხვე, ადრე აღმოჩენილ გარკვეული სახის კარბონატებთან ერთად, გვაფიქრებინებს, რომ ენცელადის ოკეანეში ქიმიური დიზეკვილიბრუმის მდგომარეობაა, რაც სიცოცხლისათვის საჭირო ქიმიური ენერგიის წყაროს წარმოადგენს“, — აღნიშნავს საზღვაო ქიმიკოსი და გეოქიმიკოსი ჯეფრი სივალდი.  

504 კმ სიგანის ენცელადი სატურნის მეექვსე უდიდესი მთვარეა, რომელმაც ასტრობიოლოგთა ყურადღება ჯერ კიდევ 2005 წლიდან მიიპყრო. 

გასულ წელს, სატურნის ორბიტაზე მოძრავმა კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ ენცელადის სამხრეთ პოლუსთან ყინულის ნაპრალებიდან ამომავალი წყლის გეიზერები შენიშნა. მეცნიერთა აზრით, ეს გეიზერები ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ დამალული მოზრდილი ოკეანის ნივთიერებებს ამოაფრქვევს. 

ამგვარად, ენცელადს აქვს წყალი — ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტი სიცოცხლის იმ ფორმისათვის, როგორიც ჩვენ ვიცით. წყალი იქ თხევადი რჩება, რადგან სატურნის უზარმაზარი გრავიტაცია ენცელადს ღუნავს და ჭიმავს, რაც შიდა, „გრავიტაციულ“ სითბოს განაპირობებს. ამჯერად, როგორც ახალი კვლევა ვარაუდობს, ენცელადი სიცოცხლის მეორე მთავარ ინგრედიენტსაც ფლობს: ენერგიის წყაროს. 

მკვლევართა ჯგუფმა ჰანტერ ვეიტის ხელმძღვანელობით, დაამუშავა და შეისწავლა კასინის მიერ ენცელადის გეიზერებში 2015 წლის ოქტომბერში გავლის დროს შეგროვილი მონაცემები. 

ეს გავლა განსაკუთრებული იყო რამდენიმე თვალსაზრისით; უპირველესად კი იმ მხრივ, რომ ეს გახლდათ კასინის უახლოესი მისვლა ენცელადთან, სულ რაღაც 49 კმ სიმაღლეზე მის ზედაპირთან.  

სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით, კასინიმ დაადგინა, რომ ენცელადის გეიზერებში მოლეკულური წყალბადის შემცველობა 0,4-1,4%-ია. გარდა ამისა, შემდგომი გამოთვლების შედეგად ისიც დადგინდა, რომ გეიზერების მოცულობის 0,3-0,8%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს.  

ვეიტისა და მისი კოლეგების დასკვნით, მოლეკულური წყალბადი გამუდმებით წარმოიქმნება ცხელ წყალსა და ენცელადის ბირთვის ქანებს შორის მიმდინარე რეაქციების შედეგად. 

საკითხის ჰიდროთერმულ ახსნას ამყარებს სხვა ჯგუფის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც, კასინის მიერ დაფიქსირებული სილიციუმის ციცქნა მარცვლები მხოლოდ და მხოლოდ ცხელ წყალში, საკმაო სიღრმეებში შეიძლება იყოს წარმოქმნილი.  

დედამიწის ღრმა ზღვის ჰიდროთერმულ ხვრელებში სიცოცხლის მდიდარი საზოგადოება არსებობს; ეს ეკოსისტემები უფრო მეტად ქიმიური ენერგიით სულდგმულობს, ვიდრე მზის სინათლით. 

„ამ გარემოში არსებულ მიკრობთა მიერ გამოყენებულ ერთ-ერთ ყველაზე პრიმიტიულ მეტაბოლურ პროცესში ჩართულია მცირე ოდენობის ნახშირორჟანგი (CO2) და H2, რათა წარმოიქმნას მეთანი (CH4); ამ პროცესს მეთანოგენეზი ეწოდება“, — წერს სივალდი. 

„ენცელადის ოკეანეში H2-სა და CO2-ის არსებობა გვაფიქრებინებს, რომ იგივე რეაქციები შეიძლება მიმდინარეობდეს ამ გაყინული მთვარის ყინულის საფარს ქვეშ მდებარე ოკეანის სიღრმეებშიც. ამას ემეტება ის ფაქტიც, რომ როგორც აღმოჩენილი H2-ის დონე მიუთითებს, ამ ოკეანეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს დიდი ოდენობით ქიმიური ენერგია“, — უთხრა Space.com-ს კვლევის თანაავტორმა კრის გლეინმა. 

„ეს ბევრად მეტია, ვიდრე ის მინიმალური ენერგია, რაც მეთანოგენეზისათვისაა საჭირო“, — ამბობს იგი. 

თუმცა, როგორც გლეინი ამბობს, სინამდვილეში დაზუსტებით არავინ იცის, მართლაც მიმდინარეობს თუ არა მსგავსი რეაქციები ენცელადზე. 

„ეს არ გახლავთ სიცოცხლის აღმოჩენა“, — ამბობს გლეინი. „ის ზრდის სიცოცხლისუნარიანობის შანსს, მაგრამ არ შემიძლია ვივარაუდო, არის თუ არა თავად სიცოცხლე ენცელადზე. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ამ კითხვაზე პასუხს გვაპოვნინებდა, არის ის, რომ გვესაჭიროება მეტი მონაცემები“.   

სივალდი ასევე გვაფრთხილებს ასტრობიოლოგიური ინტერპრეტაციების შესახებ. როგორც იგი აღნიშნავს, მაგალითად, იგივე მოლეკულური წყალბადი ძალიან მცირე ოდენობითაა წარმოდგენილი დედამიწის ზღვის წყლებში, რადგან მშიერი მიკრობები მას ხარბად სანსლავენ.  

„არის თუ არა ენცელადის ოკეანეში H2-ის არსებობა სიცოცხლის არსებობის ინდიკატორი? ან იქნებ ის ენცელადის სულაც სხვა გეოთერმული გარემოსი და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემების მანიშნებელია?“, — სვამს კითხვას სივალდი. „ამ პროცესში გარკვევამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს“.


მომზადებულია Space.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა